"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მარიკა წივწივაძის საქმეზე

2021 წლის 8 ივლისს, მარიკა წივწივაძის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა დაადგინა. სასამართლომ სახელმწიფოს დააკსირა განმცხადებლის სასარგებლოდ 35 000 ევროს ანაზღაურების ვალდებულება, არამატერიალური ზიანის სახით. განმცხადებელი თალიკო თხელიძეა, მარიკა წივწივაძის დედა. მის ინტერესებს “საფარი” იცავდა. საქართველოში ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის 13 აპრილს, ჩვენი თალიკო თხელიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართეთ.

სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ მარიკა წივწივაძე 2014 წლის 17 ოქტომბერს, ფაწტობრივმა მეუღლემ სამსახურში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ქალი ფაქტობრივი მეუღლის მხრიდან სისტემატური ვერბალური და ფიზიკური ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი იყო. მან სამართალდამცავ ორგანოებს არსებული საფრთხეების შესახებ 2014 წელს სულ მცირე 11-ჯერ აცნობა და ითხოვა დახმარება, თუმცა – უშედეგოდ.