Uncategorized ge

უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის – “საფარი” პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს

საფარი WISE

“საფარი” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია თანასწორობის განმტკიცება ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების უსაფრთხოების ხელშეწყობით. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ მოწყვლად ჯგუფებთან, გამოვიკვლევთ რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს და მათ გავლენას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაზე.

პროგრამა “ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის” (WISE) ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის მხარდაჭერით განხორციელდება  სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. “საფარის” გარდა, პროგრამაში ჩართულია ორგანიზაციები –WARD აზერბაიჯანიდან და IMINI სომხეთიდან.

პროექტის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის.