პროექტები

უფლებადამცველთა მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინაში

საფარი ახორციელებს პროექტს “უფლებადამცველთა მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინაში” (Supporting human rights defenders in Georgia and Ukraine in mind and actions).

პროექტის ზოგადი მიზანია კვლევის საშუალებით, ადამიანის უფლებათა დამცველების საჭიროებებზე დაყრდნობით, დაიცვას და ხელი შეუწყოს იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც უფლებადამცველები თამაშობენ ჩვენს საზოგადოებებში, ასევე, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველთა თერაპიულ რეაბილიტაციას საქართველოსა და უკრაინაში.

პროექტის სპეციფიკური სამიზნე ჯგუფებია: ქალთა, LGBTI, უმცირესობების და სხვა უფლებადამცველები.