თანასწორობის პოლიტიკა

ფასდაკლება მენსტრუაციის დროს – ისრაელის ერთ-ერთი ბარის უჩვეულო შემოთავაზება

თელ-ავივის ერთ-ერთ ბარში, ქალ კლიენტებს კრიტიკული დღეების დროს 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ. ტრადიციული ფასდაკლებითი აქციის მსგავსად (Happy hour), ბარ Anna Loulou-ში ამ აქციას „სიასხლიანი საათი“ (Bloody Hour) უწოდეს.

აქციის იდეა ბარის თანამშრომელ ორ ქალს ეკუთვნის. მათი თქმით, 25%-იანი ფასდაკლება მენსტრუაციის მქონე კლიენტი ქალებისთვის იმის აღსანიშნავად დააწესეს, რომ ამ დროს, ქალი განსაკუთრებით ყურადღებიან დამოკიდებულებას იმსახურებს.

ასევე, ისინი იმედოვნებენ, რომ ამგვარი მიდგომა მენსტრუაციასთან დაკავშირებულ თემას კიდევ უფრო ღიას გახდის, მათ შორის კაცებისთვისაც.

ბარში ფასდაკლებით ის ქალები ისარგებლებენ, რომლებიც იტყვიან, რომ მათ „კრიტიკული დღეები“ აქვთ. რა თქმა უნდა, ამისათვის არანაირი მტკიცებულების წარდგენა საჭირო არაა, კლიენტებს აქ სიტყვაზე ენდობიან.

Anna Loulou-ს მფლობელები ამბობენ, რომ ქალები ამ მცირე საჩუქარს ნამდვილად იმსახურებენ, თუნდაც იმიტომ, რომ მენსტრუაციის პერიოდი მათი ცხოვრების 25%-ს იკავებს.  

„იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ქალებს ფასდაკლება, ყურადღება და ზრუნვა ვაჩუქოთ. ამით, ჩვენ მათ ვეუბნებით: შენი მდგომარეობა კარგად გვესმის, შენ ახლა განსაკუთრებულ სიტუაციაში ხარ, და გვსურს, საჩუქარი გაგიკეთოთ“, – ამბობს ბარის მეპატრონე მორან ბარირი (Moran Barir).

ამგვარი ფასდაკლების შემოღების იდეა მას თავში მაშინ მოუვიდა, როდესაც თავად შეუკვეთა ღვინო ბარში, ბარმენს კი სულ გადაავიწყდა, რომელი ღვინო შეუკვეთა მან, თეთრი თუ წითელი.

„მე მას უბრალოდ ვუთხარი: აი, ასე დამახსოვრება შენთვის გაცილებით ადვილია: ახლა კრიტიკული დღეები მაქვს და წითელი ღვინო მომიტანე“, – ამბობს მორანი.

ბარ Anna Loulou-ში ფასდაკლება ორშაბათობით, სამშაბათობით, ოთხშაბათობითა და შაბათობით იმოქმედებს.

წყარო: bbc.com