თანასწორობის პოლიტიკა

ქალთა მოძრაობა მხარს უჭერს ნინო ლომჯარიას

ქალთა მოძრაობა მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარიას შერჩევას. ნინო შესაფერისი კანდიდატია აღნიშნული პოზიციისთვის არა მხოლოდ მისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გამო, არამედ საქმეში გამოვლენილი პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის გამოც, რაც ასე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველისთვის.
აღსანიშნავია, რომ ნინო ლომჯარია არის ერთ-ერთი იმ ოთხი კანდიდატიდან, ვინც არასამთავრობო სექტორმა წარადგინა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაც და უმცირესობაც გაითვალისწინებს, რომ ნინო ლომჯარიას სამოქალაქო სექტორის ფართო მხარდაჭერა აქვს. ნინო არის გენდერული თანასწორობის იდეის, ქალთა და უმცირესობების უფლებების აქტიური მხარდამჭერი და ამიტომაც სრულ თანადგომას ვუცხადებთ მას.
(ფოტო გადაღებულია 2015 წლის 8 მარტს ქალთა მოძრაობის აქციაზე)