თანასწორობის პოლიტიკა

შარლიზ ტერონი ჰოლივუდში შრომის ანაზღაურებაში გენდერულ უთანასწორობაზე საუბრობს

ბოლო წლებში, სხვადასხვა სფეროებში ფესვგადგმული სექსიზმის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს.

პოპულარული მსახიობი ქალების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კინოინდუსტრიაში ქალებს გაცილებით ნაკლებს უხდიან, ვიდრე – კაცებს. მათ რიცხვს განეკუთვნება შარლიზ ტერონიც (Charlize Theron).

„მრცხვენია, რომ იმ ინდუსტრიის ნაწილი ვარ, რომელიც ქალებს მსხვილბიუჯეტიან პროექტებში მუშაობისა და შესაბამისი ჰონორარის მიღების შესაძლებლობას ართმევს. ჩემი აზრით, Wonder Woman იმ ფილმად უნდა იქცეს, რომელიც სამუდამო გარდატეხას შეიტანს ამ სიტუაციაში“, – აცხადებს იგი.

პატი ჯენკინსის (Patty Jenkins) მიერ გადაღებული Wonder Woman საერთო ჯამში 149 მილიონი დოლარი დაჯდა, 746 მილიონი კი მოგება მოიტანა. ჯენკინსთან ტერონმა 2003 წელს, “მონსტრში” (Monster) ითანამშრომლა.

41 წლის სამხრეთაფრიკული წარმოშობის ვარსკვლავი ამბობს, რომ ტრადიციულად კაცებით დომინირებულ ჟანრებში, ქალების წარმატებები კარგად ვერ იქნა გამოყენებული. „ჩვენ გვქონდა მომენტები, როდესაც ქალები მართლაც ამსხვრევდნენ შუშის ჭერს, მაგრამ ამის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. არავის სურს ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ფილმის გადაღება“.

ადრე, ამ საკითხზე აღშფოთება გამოუთქვამთ ჰოლივუდის მსახიობებს: ჯენიფერ ლოურენსს, ემა სტოუნს, ნატალი პორტმანსა და სხვ.