ქალზე ძალადობა

“ცოლი თუ ყურმოჭრილი მონა?!” – აქცია შსს-თან

დღეს, ფონიჭალაში, ქმარმა დღეს 20 წლის ახალგაზრდა ქალი გამოასალმა სიცოცხლეს.
გუშინწინ ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა და მისი თანმხლები კაცი მოკლა.
ორი კვირის წინ შეყვარებული მოუკლა ქალს ყოფილმა ქმარმა.
ერთი თვის წინ ყოფილმა ქმარმა ცოლი სამსახურში მოკლა…

3ფემიციდის, ქალზე ძალადობასთან დაკავშირებული გაუგონარი ამბების მოსმენა ჩვენი საზოგადოებისთვის ლამის ყოველდღიურ ტრაგედიად იქცა.
“პოლიცია ხელწერილებს აწერინებს მოძალადე კაცებს და ცოლების მოსაკლავად უშვებს. მეზობლები ამბობენ, რომ ქმრის მიერ ცოლის მკვლელობა ოჯახის საქმეა. სასულიერო პირები ოჯახის დანგრევას უკრძალავენ ქალებს. ნათესავები ქმრის მორჩილებისკენ მოუწოდებენ ცოლებს. მედიას აინტერესებს, ხომ არ უღალატა ცოლმა ქმარს. ჩვენ, ყველანი, ვინც მკვლელის გამართლებას ვცდილობთ, ვინც ქალებს ქმრის დაუმორჩილებლობას ვსაყვედურობთ, ვინც მათ პირად ცხოვრებაში ცხვირს ვყოფთ, ვინც ქალის თავისუფლებას არ ვაღიარებთ – ყველანი ვკლავთ ამ ქალებს, ჩვენ ამ ფემიციდის თანამონაწილეები ვართ.
შესაცვლელია ჩვენი მენტალობა. ქალი საკუთრება არ არის. ქალი თავისუფალი ადამიანია. ქალზე ძალადობა დანაშაულია, რომელიც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ქალებს სჭირდებათ დაცვა მკვლელებისაგან. ქალებს უნდა იცავდეს სახელმწიფო და პოლიცია”, – ქალთა მოძრაობამ დღეს, 19 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა მოთხოვნით, რომ პოლიცია არ ეხმარებოდეს მკვლელებს, არ უწყობდეს ხელს ფემიციდს, რომ პოლიცია ოჯახში ძალაოდობის თითოეულ შემთხვევას სერიოზულად უდგებოდეს, ებრძოდეს ძალადობას და იცავდეს მსხერპლს.