"საფარის" აქტივობები

წიგნის პრეზენტაცია – “ფემინისტური დიალოგი”

ხვალ, 14 ნოემბერს, 19:00-ზე, მწერალთა სახლში, “საფარი” ცოცხალ ბიბლიოთეკასა და “ფემინისტური დიალოგის” პრეზენტაციაზე იწვევს ყველას, ვისაც ქართული თანამედროვე ფემინიზმი აინტერესებს. ჩვენი პუბლიკაცია მოიცავს ანალიტიკურ სტატიას “ფემინისტური მოძრაობა საქართველოში: თაობები, იდეოლოგიები და ბრძოლა ავტონომიისთვის”, რომელიც მოამზადა მკვლევარმა აია ბერაიამ. ასევე, პუბლიკაციაში წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის 12 ფემინისტის დღიური. დღიურებში ისინი გვიზიარებენ პირად გამოცდილებას და საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს ფემინისტური აქტივიზმის შესახებ.

დამსწრეებს მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ “ცოცხალ ბიბლიოთეკაში” და არაფორმალურ გარემოში გაესაუბროთ მოწვეულ “ცოცხალ წიგნებს”. ცოცხალ წიგნებად მოწვეული იქნებიან უფროსი თაობის ფემინისტი ქალები, რომელთაც ფემინისტური ბრძოლის და აქტივიზმის ხანგრძლივი გზა და გამოცდილება აქვთ.

ღონისძიება დასრულდება დაჯილდოების ცერემონიალით.

დამსწრეებს საჩუქრად გადავცემთ პუბლიკაციას.

პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით.