"საფარის" აქტივობები

ხვალ საფარი პრესკონფერენციას გამართავს: ორგანიზაცია ქობულეთის გახმაურებულ საქმეში ერთვება

ხვალ, ოთხშაბათს, 28 აპრილს, 14.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია ქობულეთის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით.

ამა წლის თებერვალში მთელი ქვეყანა შეძრა 14 წლის გოგონას თვითმკვლელობამ.

დასახელებულ საქმეში ბევრი სირთულე გამოიკვეთა. ახლა, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მისი დაა.

მოგახსენებთ, რომ “საფარი” ჩაერთვება დასახელებულ საქმეში და მოვითხოვთ, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ მისი დედა იქნას ცნობილი.

პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ საფარის იურისტი თამარ ლუკავა და ბაია პატარაია.