"საფარის" აქტივობები

ხვალ საფარი პრესკონფერენციას გამართავს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის ალტერნატიული ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით

ხვალ, პარასკევს, 18 ივნისს, 11.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) ალტერნატიული (არასამთავრობო) ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით.

2018 წლის ივლისში, სახელმწიფოს უნდა წარედგინა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) შესრულების მეექვსე პერიოდული ანგარიში, რაც წარადგინა 2020 წლის ნოემბერში.

“კოალიციამ თანასწორობისთვის” და კიდევ რამდენიმე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მოამზადა ალტერნატიული ანგარიში, რომელიც გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს დღეს გაეგზავნა.

ანგარიშში საუბარია შემდეგ საკითხებზე:
1. ქალთა მიმართ ძალადობა;
2. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა;
3. განათლება;
4. დასაქმება;
5. ჯანმრთელობა;
6. სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მდგომარეობა;
7. ქორწინება და ოჯახური ურთიერთობები.

თითოეულ თავში მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

ზემოთხსენებული ანგარიშის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პრესკონფერენციაზე მოისმენთ.

პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ საფარის იურისტი ნათია გამხიტაშვილი და ბაია პატარაია.