"საფარის" აქტივობები

ხვალ საფარში წიგნის პრეზენტაციაა – “როგორ დავიცვა ჩემი შვილის სხეულებრივი ხელშეუხებლობა და კიბერუსაფრთხოება”

ხვალ, 11 ოქტომბერს, 13.00-ზე, ორგანიზაცია საფარის ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრეზენტაცია საფარის წიგნისა “როგორ დავიცვა ჩემი შვილის სხეულებრივი ხელშეუხებლობა და კიბერუსაფრთხოება”.

დღეს სულ უფრო და უფრო გვიჭირს ჩვენი შვილების დაცვა ვირტუალურ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან. მოძალადეების, პედოფილების, სხვადასხვა სახის თაღლითების აქტიურობა ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში ჩვენს ბავშვებს დაუცველად დატოვების შემთხვევაში სავალალო შედეგებით ემუქრება. მშობლებისთვის განკუთვნილი ეს სახელმძღვანელო მოიცავს იმ საბაზისო, აუცილებელ ინფორმაციას, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, შვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სახელმძღვანელო მოამზადა ორგანიზაცია “საფარმა”, ჰ. მარტინის ავტორობით 2016 წელს გამოცემული ავსტრალიური სახელმძღვანელოს მიხედვით.

პრეზენტაციაზე შეგიძლიათ სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის გაცნობაც.

წიგნის ელექტრონული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ აქ: sapari.ge

წიგნს წარმოგიდგენთ ბაია პატარაია.

ხვალ 11 ოქტომბერია – გოგონების საერთაშორისო დღე. პრეზენტაციაზე საფარის სოციალური მედიის მენეჯერი ნათი ნათენაძე ისაუბრებს იმ ონლაინ კამპანიაზე, რომელიც ამ დღეს უკავშირდება. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში მცხოვრები განსხვავებული გამოცდილების მქონე გოგონები ერთიანდებიან და ერთმანეთს უყვებიან, რას ნიშნავს გოგოობა და რჩევებს აძლევენ ერთმანეთს.