სექსუალობა / სტატიები

12 რამ ქალად ყოფნის შესახებ, რაზეც ქალები არაფერს გეტყვიან

ქეითლინ მორანი

ჩემი მიზანი არ არის ფემინიზმის განმარტება. შენ ხარ გამოცდილი, დახვეწილი, 21-ე საუკუნის კაცი, როცა მოგინდება, დაჯდე შენს ტყავის სავარძელზე და კეთილშობილურად ცოტა წაუტირო, კაცისთვის აუცილებელი ტირილით.

შენ არ გჭირდება ჩემი ჭკუის დარიგება, იმიტომ რომ შენ ავტობუსის უკანა რიგიდან 15 წლის გოგოების ჯგუფს არ დაუყვირებ “ვაგინა”. შენ გყავს და, დედა, საყვარელი, ქალი მეგობარი და კოლეგები, და შენ არასოდეს არც ერთი მათგანისთვის არ მიგიმართავს უწმაწურად. იმიტომ, რომ შენ ემხრობი დობას. კარგად იცი, რა ხდება გარშემო.

შენ ყველაფერი იცი ანაზღაურების უთანასწორობის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალები კვლავ 20 პროცენტით ნაკლებს გამოიმუშავებენ, და არ გაგაჩნია პროტესტის გრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე,  არაკანონიერია. შენ იცი, რომ ბავშვები ვაგინიდან გამოდიან, და ეს ტკივილია. იცი, რომ ვაგინისთვის ყოველი თმის მოშორების პროცედურა (wax) ტკივილია. თუმცა, ჩემი მეგობრები ყოველთვიურად 20 ფუნტს ხარჯავენ იმისათვის, რომ თავი იგრძნონ ნორმალურებად.

შენ გინახავს ემი შუმერის ბრწყინვალე სკეტჩები კონტრაცეფციაზე და გაუპატიურებაზე, და  გულიანად გაგეცინა. შენ დონალდ ტრამპს უწოდე “სულელი” მისი სექსისტური კომენტარების გამო იმ ქალების მიმართ, ვისაც მენსტრუაცია აქვს. შენ იცი ტრანსგენდერი ქეითლინ ჯენერის ისტორია და ის ყველაფერი, რაც მას თავს მოგვიანებით გადახდა.

ჰოდა, ახლა მე არ ვაპირებ შენთვის ფემინიზმის ახსნას. 21-ე საუკუნეა და შენ, დიდი ვარაუდით, არ ხარ ყვერი. შენ მოგწონს, რომ ქალები კაცების თანასწორნი არიან – რაც არის კიდეც ფემინიზმი. ჩემს მეგობარ ჯონის მაგონებ, როცა ის საუბრობს ძლიერ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობაზე: ”გეშინია მათი? ღმერთო, არა! ძლიერი ქალზე დაქორწინება არის როგორც ვეფხვზე და პანტერაზე ნადირობა და არა – ჩიხუახუაზე”.

არა, შენ გესმის ფემინიზმი. ამიტომ, ავდგები და გეტყვი 12  ისეთ რამეს, რისი თქმაც ქალებს ძირითადად რცხვენიათ. მე ამას გეტყვი იმიტომ, რომ საიდუმლოებების შენახვა არ შემიძლია.

  1. ნუ ბუტბუტებ!

ისევე როგორ შენ, ჩვენც ხანდახან მორცხვად წარმოვთქვამთ სიტყვა “ფემინიზმს”.

შენ მანამდე უნდა იმეორო ეს სიტყვა, ვიდრე მის წარმოთქმას ისევე ბუნებრივად არ შეძლებ, როგორც “პინა კოლადას”, ანდა “ მაიკლ ფასბენდერს”. ეს ორი უკანასკნელი, როცა ფიქრობ, უფრო უცნაური წარმოსათქმელია.

  1. კაცი

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად კაცზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ შენზე. შენ უბრალოდ კაცი ხარ. შენ არ ხარ ის ერთი კაცი. ასევეა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პატრიარქატზე, ეს შენ არ ხარ, შენ არ ხარ პატრიარქატი. შენ უბრალოდ… პატრიკი ხარ. როდესაც ჩვენ ვახსენებთ იმ ერთ კაცს, ჩვენ ვახდენთ პრობლემის იდენტიფიცირებას, ე.ი. მთელი ძალაუფლება და გავლენა რამდენიმე, მცირე რაოდენობის კაცებს აქვთ.

ამიტომ, გახსოვდეს: პატრიარქატი ჩვენც ისევე უაზროდ გვაბოდიალებს აქეთ-იქით, როგორც შენ. ფემინიზმი არის ყველაფრის დალაგება, რადგან ყველაფერი ეხება თანასწორობას. ფემინიზმი პენისების დაწვა არ არის.

  1. მენსტრუაცია

ჩვენ ჯერ კიდევ ტრავმირებულები ვართ მენტრუაციის გამო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 40 წლისანი ვართ. იყო ქალი, – “ქალად ყოფნას” უფრო მარტივს არ ხდის. როგორც კაცმა, წარმოიდგინე, შენს მე-12 დაბადების დღეზე, რაღაც უცნაური სითხე, მოდი ვთქვათ, წვენი,  ჩნდება შენს შარვალში, მათემატიკის გაკვეთილის პროცესში. და შემდეგ ეს რაღაც ჩნდება ყოველ თვე, შემდეგი 30 წლის განმავლობაში. შენ იტყოდი: ”ო, არა! ნუთუ?!”. ჩვენც ასე ვართ. ჩვენ არ ვართ ბრძენები. ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ, გაცილებით მეტი სამრეცხაო პრობლემით, ვიდრე შენ. გიცდია ოდესმე სისხლის ლაქების პერანგიდან ამოყვანა დილის 6 საათზე, მხოლოდ სამგზავრო შამპუნით და კბილის ჯაგრისით? ეს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ასპექტია ქალად ყოფნისა.

  1. აბორტი

ანალოგიურად, წარმოიდგინე 16 წლისა შემთხვევით დაფეხმძიმდი და ადგილობრივ კლინიკაში აბორტის მოწინააღმდეგეების ატანა გიწევს, რომლებსაც მკვდარი ნაყოფის სურათი უჭირავთ. ჩვენ ამას ვერ ვუმკლავდებით, როგორც დინჯი წარჩინებული ქალები. არა, ჩვენ შემდეგი ფიქრები მოგვდის: “ეს უკვე ძალიან ცუდი დღეა. ვიმედოვნებ, რომ შენ მხოლოდ ბავშვების კეთილდღეობაზე არ ზრუნავ, და შენი ცხოვრების მანძილზე მოხალისეობ მზრუნველობის სახლებში, ეხმარები და დონაციას უკეთებ ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის აღმოსაფხვრელ საზოგადოებრივ ცენტრს. ანუ, მხოლოდ იმ ქალების შეურაცხყოფით არ ხარ დაკავებული, რომლებიც სავრაუდოდ გააუპატიურეს და ახლა ცდილობენ, რომ უსაფრთხო, კანონიერი მკურნალობა გაიარონ, ყველაფერი დანარჩენი კი ფეხებზე ჰკიდიათ”.

ჩვენ კიდევ ერთი რაღაცის თქმის გვრცხვენია: ძალიან გაგვიხარდებოდა, თუ აბორტის უფლების მომხრე კაცების ჯგუფი გამოჩნდებოდა კლინიკაში და შეშინებულ ქალებს მიაცილებდა. ეს უდიდესი სოლიდარობა იქნებოდა.

  1. საუბარი

შარშან, ჩვენ ვნახეთ ეს ამერიკული კვლევა, და მან გული გაგვიტეხა. ამ კვლევის მიხედვით, შერეული სქესის ჯგუფებში, თუ ქალი საუბრობს დროის 25 პროცენტს, ან ნაკლებს, ეს დანახულია “თანაბარ ბალანსად”, და თუ ქალი საუბრობს დროის  25-50 პროცენტს, იგი მიიჩნევა, როგორც “საუბარში დომინანტი”.

და ყოველ ჯერზე, სოციალურ მედიაში ან დიალოგებში, გაბრაზებული კაცები ამბობენ, ქალები ყველგან არიან და კაცებს აჩუმებენო. ამ ყველაფერს ნათელი კვლევამ მოჰფინა.

  1. შიში

ჩვენ გვეშინია. ჩვენ არ გვინდა ამის ხსენება, და გვირჩევნია, ისეთ თემებზე ვისაუბროთ, რაც გვაბედნიერებს. ჩვენ ღამე ქუჩაში მივდივართ, და ხელში გასაღები, როგორც იარაღი, ისე გვიჭირავს. ჩვენ ჯგუფურად ვმოძრაობთ, იმიტომ, რომ ასე უფრო უსაფრთხოა. ჩვენ ერთმანეთს ტელეფონზე საათობით ვესაუბრებით, რომ ცოდნა გავუზიაროთ. მაგრამ, ჩვენ არ გვინდა ამ ყველაფერზე თქვენთან მოვიდეთ, იმიტომ, რომ თქვენ არაჯანსაღი რეაქცია გექნებათ. ჩვენ ვშფოთავთ, გვეშინია. ჩვენ ხანდახან ვგრძნობთ, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ეს რეალური ფიქრია, და გვირჩევნია, მზად ვიყოთ.

  1. დაღლილობა

ჩვენ დაღლილები ვართ. მას შემდეგ, რაც ძუძუსთავები გაგვეზარდა, ქუჩაში წამოძახილებებს ვიტანთ, რომელსაც ჩვენი ახლობლები შემდეგ კომენტარებს უკეთებენ: „ოჰ, ის ძვალმსხვილია”; „ოჰ, შენ გულთამპყრობელი იქნები”, თითქოსდა ჩვენ იქ არ ვიდგეთ და ეს ყველაფერი არ გვესმოდეს. ჩვენ გვინახავს  ქალი მოდელები და პოპვარსკვლავები, რომლებსაც ამცირებენ და არცხვენენ: კომპიუტერები გატეხილია, და შიშველი ფოტოები და სექსის ვიდეოჩანაწერები გამოქვეყნებულია. ასე, რომ, ჩვენ ვიცით, რომ ფული და წარმატება ვერ დაგვიცავს იმის გამო დაჩაგვრისაგან, რომ უბრალოდ ქალები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ უნდა გავაჩინოთ ბავშვები, როცა ახალგაზრდები ვართ, – რადგან საკვერცხეებს ვადა გასდით! – მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ ნაკლები ანაზღაურებისთვის უნდა ვიმუშაოთ. აი, ეს ყველაფერი ძალიან გვღლის!

ამიტომაცაა, რომ ქალი შეიძლება უცებ ძალიან გაბრაზდეს. სიბრაზე უბრალო შიშია, რომელიც ადუღებამდე მიგვყავს.

  1. მასტურბაცია

ჩვენ ისევე ხშირად ვმასტურბირებთ, როგორც თქვენ. ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ამის გამო შეურაცხყოფა მომაყენეს, ჩემი სტატიის კომენტარში იყო ქალების მასტურბაციაზე: “ღმერთო, ეს კაცების ყბედობა უფროა”.

სავარაუდოდ, შემიძლია ამოვიცნო, რომ ეს სირტვები ძველი თაობის წარმომადგენელს ეკუთვნოდეს – მას, რომლის პარტნიორი ქალიც კომფორტულად არ მიიჩნევს საკუთარი სექსუალობის განხილვას. მაგრამ, გასაოცარია, რომ ჭკვიან კაცს, რომლის სამუშაოც ადამიანების მდგომარეობის კვლევაა, არასოდეს არ გაუანალიზებია ის ფაქტი, რომ სურვილმა ქალებიც ისევე შეიძლება გადარიოს, როგორც კაცები.

თქვენთან გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩემი ზრდასრული ცხოვრების პირველი ხუთი წელი, ჩემი ყველა გადაწყვეტილება ჩემს სექსუალურ კმაყოფილებას ემყარებოდა. ჩემი ვაგინა ხშირად მიძახდა: “მაჭამე!”, და ნაწილებად იმსხვრეოდა, როდესაც ვცდილობდი, გონებისთვის მომესმინა. რომ არა მასტურბაცია, ალბათ მთელი დროის უმეტესობას კატასავით სახურავზე მთვარის ქვეშ ჯდომასა და ღმუილში გავატარებდი. ახალგაზრდა ქალს თუ არ უნდა, რომ გაგიჟდეს, მაშინ მასტურბაცია აუცილებელი ჰობია, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სეირნობა, ფილტვებში ცოტაოდენი ჰაერის შეშვება. და რა მაგარი ჰობია! არ ღირს არაფერი, არ გასუქებს, და ნიშნავს, რომ სამყაროს წინაშე მშვიდი და მხიარული ხარ,

რისთვისაც სხვა შემთხვევაში ვალიუმი დაგჭირდებოდა.

ეს არის მიზეზი, რომ ღმერთმა ჩვენი სხეული ისე შექმნა, რომ როდესაც ვწვებით, ხელები ბუნებრივად ჩვენს გენიტალიებზე ლაგდება. ამ საშუალებით ღმერთი გვეუბნება,”მიდი, აღმოაჩინე, როგორ მუშაობ. და შემდეგ, როდესაც გარეთ, სამყაროში გახვალ, სექსისგან სიხარულს და კმაყოფილებას მიიღებ. ეს იქნება ის, რასაც ერთად გააკეთებთ, და არა მხოლოდ ერთი პარტნიორის კმაყოფილებისთვის.

  1. ტანსაცმელი

იცი თუ არა, რომ როდესაც სავსე გარდერობთან ვდგავართ და ვამბობთ, არაფერი არ მაქვს ჩასაცმელიო, – სავარაუდოდ, ჩვენ გვაქვს ტანსაცმელი, ჩვენ ვხედავთ, რა შეგვიძლია ჩავიცვათ და გავიდეთ სახლიდან? ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ, რომ არაფერი გვაქვს ჩასაცმელი იმისთვის, ვისთან ერთადაც უნდა ვიყოთ დღეს. რა აცვია ქალს, ძალიან მნიშვნელოვანია და არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც $1.5 ტრილიონიანი მოდის ინდუსტრია არსებობს და დროის უმეტეს ნაწილს მარკ ჯეიკობსის ფასდაკლებული ჩანთის ძიებაში ვატარებთ.

ჩვენ ვართ სამყაროს ნახევარი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს იმდენის თქმის საშუალება, რამდენიც კაცს. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს განსხვავებული ლუქი, ჩვენი ტანსაცმლით, თმის ვარცხნილობითა და მაკიაჟით, კაცებს კი მხოლოდ რამდენიმე შარვლის ტარება შეუძლიათ. კაცების 90 პროცენტი ამ რამდენიმე შარვალს იცვამს. შენ დილით იღვიძებ, იცვამ შარვალს და აკეთებ სხვა დანარჩენს.

2008 წელს, გაუპატიურების საქმეზე, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მსხვერპლი დასთანხმდა სექსს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვიწრო ჯინსი ეცვა. აი ამაზე ვფიქრობთ ჩვენ, მაშინ როდესაც გარდერობის წინ ვდგავართ. განსაზღვრავს ჩემი ჩაცმულობა მთელს ჩემ დღეს?  მაქვს რამე იმისთვის, ვისთან ერთადაც ეს დღე უნდა გავატარო?

  1. კაცი ფემინისტები

ჩვენ გვიკვირს, როდესაც სხვა ქალები ამბობენ, რომ კაცს არ შეუძლია, იყოს ფემინისტი. ჩვენ არ გვინდა დავა, მაგრამ ამაში ლოგიკას ვერ ვხედავთ. ფემინიზმი მაშინ იმუშავებს, როდესაც კაცებიც იქნებიან ფემინისტები, რადგან ფემინიზმის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სჯერათ, მხარს უჭერენ და უნდათ ფემინიზმი. შენ არ შეგიძლია, დამალო ფემინიზმი და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მისცე წვდომა მასზე. კაცებს ფემინიზმი ისევე სჭირდებათ, როგორც ქალებს. ასე რომ, ჩვენ არ გვჯერა, რომ “კაცებს არ შეუძლიათ ფემინისტობა”.

  1. ნახშირწყლები

ჩვენი მიზანი, როდესაც ეს კაცს ეხება, არის გამრთობი მეგობრის პოვნა, რომელთანაც ჩვენ გვექნება სექსი, შემდეგ დავსხდებით დივანზე ვუყურებთ სერიალს და შევჭამთ გამომცხვარ კარტოფილს. დაივიწყეთ ეს ყველაფერი, ჩვენი პრიორიტეტები არის : 1. სიკეთე; 2. ხუმრობა; 3. ნახშირწყლების ამტანიანობა.

  1. სავარჯიშო ფეხსაცმელი

ისე, ეს ჩვენ ვიყავით. ვინც შენი საშინელი ძველი სავარჯიშო ფეხსაცმელი გადაყარა. ისტორია, რომ ისინი მოიპარეს, იყო ტყუილი.

წყარო: www.esquire.co.uk