ბლოგები / სექსუალობა

(+18) არ გინდა, მოგიწოვო? ანუ კუნილინგუსის მოყვარულთა ონლაინ ოდისეა

(ლილითის ბლოგი)

ფეისბუქზე წერილების იმ ყუთს ვხსნი, სადაც „არამეგობრები“ მწერენ. ყუთი კარგა ხანია, არ შემიმოწმებია, უამრავი წერილი მხვდება. ბევრი მათგანი სამ ან ოთხსიტყვიანია და კუნილინგუსის შემოთავაზებას წარმოადგენს. მიკვირს-მეთქი, ვერ ვიტყვი, – ამგვარ ონლაინ წინადადებებს კარგა ხანია, შეჩვეული ვარ. ეგ კი არა, ჩემ ირგვლივ მყოფი ქალებისთვისაც ხშირად მიკითხავს, სწერენ თუ არა კუნილინგუსის ანონიმური მოყვარულები ასეთი ინტენსივობით.

ამგვარ შემთხვევას პირველად დაახლოებით ათი წლის წინ გადავეყარე, როდესაც ჩვენში ფეისბუქი ასეთი პოპულარული არ იყო და სკაიპის და აისიქიუს მეშვეობით მწერდნენ. განსხვავება იმაშია, რომ ფეისბუქზე ჩემს ვინაობას არ ვმალავ, სკაიპში კი გამოგონილი სახელით ვიყავი და ავატარად არც ჩემი ფოტო მეყენა. უცნობებისგან „გინდა მოგიწოვოს“ შემოთავაზებები ნიაღვრად მაშინ მოდიოდა, თუ მოდიოდა, განსაკუთრებით ღამის საათებში.

ერთხელაც გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის რამდენიმე საათი წამერთმია და უცხო ადამიანების მიერ მოწერილი ტექსტები გადამეთვალიერებინა. „როგორ ხარ ლამასო?“, „გავიცნოდ?“, „ამ შუაღამისას ნეტში რას აკეთებ?“ – ტრივიალური მისალმებები დამხვდა. დილის 4 საათზე გაცნობა-ურთიერთობების მსურველები კრეატიულობაში ნამდვილად მოიკოჭლებდნენ. თუმცა, პირდაპირ საქმეზე, ანუ კუნილინგუსზე, გადასვლასაც ბევრი მთავაზობდა. ხისტი სტატისტიკა რომ გამოვიყენო, სადღაც 10 წერილიდან სამი დაახლოებით „არ გინდა მოგიწოვოს“ შემოთავაზებით იწყებოდა.

„კუნის“ (ძირითადად ამგვარად მოიხსენიებენ თავად) მოყვარულებს რამდენჯერმე გავესაუბრე კიდეც. თითქმის ყოველთვის, სექსს მოწყურებული მამრების (გავიცნოდ ლამასო) ნაცვლად, ცოლიანი კაცები მრჩებოდა ხელში. ეს ფაქტორი კიდევ უფრო მაბნევდა: ერთი-ორი შემთხვევა რომ იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ ვერაფრით მივმხვდარიყავი, ასე მასიურად ცოლიანი კაცები უცხო ქალებს კუნილინგუსს რატომ სთავაზობდნენ?

გადავწყვიტე, ეს კითხვა ყველა თანამოსაუბრისთვის დამესვა. არ მეგონა, თუ ყველას პასუხი თითქმის იდენტური იქნებოდა. სრულიად უცხო ქალისთვის კუნილინგუსის შეთავაზების მიზეზი ბანალურად ჟღერდა: თურმე ნუ იტყვით, ცოლიან კაცებს „უტყდებათ“ საკუთარ ცოლებთან „ამის“ გაკეთება და ამ კონკრეტული სექსუალური სურვილის დასაკმაყოფილებლად, უცხო ქალებს ეძებენ ნეტში.

(ნ, 26 წლის): იცი როგორაა საქმე? აი ხომ ხვდები… ცოლი სხვა პონტია… ვერ ვარ თავისუფალი ცოლთან, რასაც მინდა, იმას ვერ ვაკეთებ… ჰოდა ინტერნეტით ვეძებ ვინმე ქალს. ჩვენთან ხომ ყველა ქალს ეშინია გაბაზრების… ჰოდა ჩემზე უკეთეს პარტნიორს ვერც იპოვის – ამ შემთხვევაში გაბაზრების მე უფრო მეშინია… ძმაკაცებში თუ გაიგეს, რას ვაკეთებ, სამუდამოდ გამრიყავენ…

(გ, 25 წლის): მე ქალებს მარტო კუნილინგუსს ვთავაზობ, სხვა არაფრით ვაწუხებ. საერთოდ არ მაინტერესებს, სექსი რასაც ქვია. მათ ინტიმურ ორგანოებთან შეხება მარტო ენით მექნება. აი მაგით ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას, ძალიან დიდს… ქალებსაც მოვწონვარ და ვუყვარვარ…

ნეტში უამრავი ქალია. რა კრიტერიუმებით არჩევ ქალებს, თუ შენთვის სულ ერთია?

(ტ, 28 წლის): არა, სულ ერთი არაა. პროფაილ ფოტოებს ვათვალიერებ და ვინც მიმიზიდავს და ვისთანაც სექსის დროს თავს კომფორტულად ვიგრძნობდი, იმას ვწერ.

(ნ, 26 წლის): თვითონ კუნილინგუსი ისეთი მაგარი რამეა, საერთოდ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ქალს. ყველანაირ ქალთან შეიძლება უმაგრესი სიამოვნების მიღება.

პირად ცხოვრებაში რა ხდება?

(ნ, 26 წლის): ცოლიანი ვარ, ჩემი ცოლი წესიერი, კაი გოგოა. რაღაცნაირად მასთან ორალური სექსი მიტყდება. მირჩევნია ვინმე უცხო ქალთან მქონდეს, ეგ უფრო ასწორებს. არ მინდა, გაირყვნას და ზედმეტ რამეებს შეეჩვიოს…

(მ, 24 წლის): ახლა ცოლი აღარ მყავს. მის საუკეთესო დაქალს კუნის ვუკეთებდი და მაშინ გამექცა. სულელები არიან ქალები, გონიათ, რომ კაცები მაგათზე გიჟდებიან. არადა ვერ გაიგეს, რომ კუნი მიყვარს და არა რომელიმე კონკრეტული ქალი…

(ტ, 28 წლის): ცოლი მყავს, მარა მისთვის არასოდეს მომიწოვია. არ მინდა, უცხო ქალთან ბევრად მირჩევნია, მაგ დროს უკომპლექსო ვარ ხოლმე.

მე პაემნის სრული სერვისი შემომთავაზე: რესტორანში წაყვანა, ძვირფასი სასტუმრო, სრული ანონიმურობის დაცვა. ზოგადად ყველა შემთხვევაში ასე იქცევი ხოლმე?

(ნ, 26 წლის): რა თქმა უნდა, თუ ქალი მომეწონა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ როცა შემხვდება, თავი ძალიან კარგად იგრძნოს და ჩემთან შეხვედრა კიდევ მოუნდეს.

ამ ონლაინ „თევზაობას“ რამე რეალური შედეგი მოჰყვება ხოლმე? ანუ ქალები შეხვედრაზე მოდიან?

(მ, 24 წლის): კი, აბა რა. შენ წარმოიდგინე, მათაც მსგავსი პრობლემები აქვთ: ქმრისგან დაუკმაყოფილებლები არიან, „მუშური სექსის“ გარდა არაფერი იციან. მე ჩემს რჩეულ ქალებს ისეთ სიამოვნებას ვანიჭებ, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონიათ. მეც მაგრად მისწორდება, ქალს უსაზღვრო სიამოვნებას რო ვანიჭებ. თავიდან დაბმა ცოტა რთულია, გონიათ, რომ ვატყუებ, რომ გავუბაზრებ, მაგრამ მერე და მერე, როცა დამელაპარაკებიან, ხვდებიან, რომ ჩემგან არც არაფერი გაბაზრდება და არც მე ვარ საშიში. ჩემს ფოტოს ვუგზავნი, რამდენიმე დღეში პაემანიც გვაქვს ხოლმე.

(ტ, 28 წლის): არიან ქალები, რომლებიც ეგრევე მბლოკავენ. შეიძლება ამაზე საუბარი არ სურთ, შეიძლება ეშინიათ, ჩვენი მიმოწერა ქმარმა არ ნახოს. მაგრამ ბევრი ქალი, ძირითადად ახალგაზრდა გოგოები, საუბარზე მოდის, ყველაფერი აინტერესებს. ყოფილა შემთხვევა, რომ ქალს სიტყვიერად ყველაფრის აღწერა უთხოვია ჩემთვის, რის გაკეთებასაც მასთან ერთად ვაპირებდი.

(ნ, 26 წლის): შენ წარმოიდგინე, ქალებს კუნი მაგრად უსწორდებათ. ჰოდა ინტერნეტით გაცნობილი ქალების უკვე გრძელი სია მაქვს, და ამ ქალებს ჩემი ნახვა ყოველთვის მაგრად უხარიათ. ისეთი შემთხვევებიც მაქვს, რომ სასტუმროს და გრიალის ფულს თვითონ იხდიან. იდიოტი ქმრები ჰყავთ, მთელი დღე სახლში არ არიან, და როცა მოდიან, თავისნაირ იდიოტურ სექსს სთავაზობენ. ჩემგან წასული ქალი ბედნიერებისგან დაფრინავს, თავდაჯერებულია, ლამაზი. ერთმა მითხრა, 28 წლის ვარ და ახლა მივხვდი, რა საჭიროა სექსუალური თეთრეულის ჩაცმაო.

თუ ყველა ქალს უკლებლივ აბედნიერებ, შენმა ცოლმა რა დააშავა? ერთ მშვენიერ დღეს იქნებ იმანაც მოძებნოს შენნაირი „ბედნიერების მომნიჭებელი“?

(ნ, 26 წლის): მაგაზე ფიქრი არ მინდა. ცოლი ძალიან მიყვარს, მაგრამ კუნის ვერ გავუკეთებ, ეს სიამოვნება სხვასთან უნდა განვიცადო. მილიონობით ქალი ცხოვრობს ორალური სექსის გარეშე. ქართველებში სექსი როგორაა იცით? ორალურ სექსზე თუ მიდგება საქმე, კაცი თვლის, რომ მარტო მან უნდა მიიღოს ეს სიამოვნება და არ გასცეს. მნიშვნელობა არა აქვს, ცოლთანაა თუ ვინმე სხვასთან. მე კიდევ ქალებს ამ აკრძალულ სიამოვნებას უშურველად ვთავაზობ, ჩემთან ყველა ქალი დედოფალია, ცოლის გარდა. ცოლთან სხვანაირი სექსი მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ზოგზოგიერთების ცოლებივით დაუკმაყოფილებელი არ დაიარება.

(გ, 25 წლის): რამდენჯერმე ვცადე ცოლისთვის კუნის გაკეთება, მაგრამ ძაან მორწმუნეა, რაღაცნაირი შეზღუდვები აქვს სექსში, და მერე თავი დავანებე. კუნის მოყვარულ ქალებს რა დალევს, მაგათი პოვნა მაინც არაა პრობლემა.

(ტ, 28 წლის): ერთმა ჩემმა ქალმა მიამბო, როგორ სთხოვა კუნის გაკეთება თავის ქმარს და როგორ მიიღო პასუხად „რა იყო, რამ გაგრყვნა ასე? კაცისთვის კუნის გაკეთება სირცხვილია, ქალის მინეტი კი ჩვეულებრივი ამბავიო“. მე ასეთ რამეს ჩემს ცოლს არ ვეუბნები, რომ მთხოვოს, გავუკეთებ. უბრალოდ მგონია, რომ ცოლთან სექსუალურ სურვილებს ბოლომდე ვერ გამოვავლენ და რაღაცნაირად ვიბოჭები…

*  *  *

კი, პატრიარქალური წნეხი მხოლოდ ქალებს არ ავიწროებს. კი, ჩვენში ყველაზე ინტიმური საკითხებიც კი საზოგადოებაში ნაწვნევი სირცხვილის შიშით წყდება. კი, ქალები და კაცები საკუთარ საძინებლებშიც კი იმაზე დარდობენ, „სხვა რას იფიქრებს“. კი, ჩვენთან სექსი ისევ შანტაჟის, დომინაცია-დამორჩილების, სირცხვილის, შიშების წყაროა… კი, გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა…