ლგბტქი / სტატიები

(+18) ტრანსგენდერმა ქალმა ტრანსფობიასთან ბრძოლის ნიშნად შიშველი სელფები გამოაქვეყნა

ამერიკული რეალითი შოუს Big Brother-ის მონაწილე რებეკა შელტონმა (Rebekah Shelton) ტრანსფობიის წინააღმდეგ ტვიტერზე ატვირთული შიშველი სელფის გამოქვეყნებით გაილაშქრა.

რეალითი შოუს ვარსკვლავი ამერიკელმა საზოგადოებამ 2009 წელს გაიცნო, როდრიგო ლოპესის (Rodrigo Lopes) სახელით. რებეკას ტრანზიცია (ბიოლოგიური სქესის გენდერულ იდენტობასთან თანხვედრაში მოყვანის პროცესი) ზოგიერთმა ადამიანმა გაუთავებელი დაცინვისა და შეურაცხყოფის საგნად აქცია; მას მუდმივად კაცის სახელით მოიხსენიებენ და კაცს უწოდებენ. ამის პასუხად, შელტონმა შიშველი სელფების გამოქვეყნება გადაწყვიტა.

ქსელში გამოქვეყნებული სხვა მსგავსი ფოტოებისგან განსხვავებით, მან საკუთარი სხეულის პიკანტური ნაწილები სმაილებით კი არ დაფარა, არამედ გამოსახულება ცენზურის გარეშე დატოვა.

 „ეს ჩემი პასუხია იმ მოძულეების მიმართ, რომლებიც კაცს მიწოდებენ. მე ქალი ვარ!“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა მან საკუთარ ფოტოს.

Rebekah Shelton1

ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საზოგადოების შეუწყნარებლობის პრობლემა, როგორც წესი, უმძიმესი შედეგებით სრულდება ხოლმე. 2014 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, 26 წლამდე ასაკის ტრანსგენდერი ადამიანების 48%-მა განაცხადა, რომ ამ მიზეზების გამო თვითმკვლელობა უცდია, ხოლო მათგან 30%-ს ეს მცდელობები უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ჰქონია.

რებეკას ზოგიერთი თაყვანისმცემელი მის ამ თამამ ნაბიჯს დიდი მოწონებით შეხვდა და მას გამამხნევებელი კომენტარებით გამოეხმაურა. „მშვენიერი ხარ, ძვირფასო, დააიგნორე და დაბლოკე მოძულეები!“, – სწერენ ისინი რებეკას.

სამწუხაროა, რომ 2017 წელსაც კი, ზოგიერთი ადამიანი შეუბრალებელია მათ მიმართ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება მხარდაჭერა. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ვიმედოვნოთ, რომ ეს და სხვა მსგავსი მამაცი ნაბიჯები აიძულებს საზოგადოებას, გახდეს უფრო მიმღებელი და ტოლერანტული.