ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული უკრაინელების მიმართ. თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა ფორმით ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ მამაც და მებრძოლ ხალხს. “საფარი” სამშობლოდან საქართველოში იძლებით გადაადგილებულ უკრიანელებს საკუთარ სერვისებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.
პირველ რიგში, ეს არის იურიდიული მომსახურება საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალებისა და ბავშვებისათვის. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ “საფარის” მობილური აპლიკაციით – Safe you. ეს არის უფასო ონლაინ სივრცე ქალებისთვის, სადაც მათ შეუძლია ინფორმაციის მიღება და გაზიარება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და მათგან თავდაცვის გზების, ფსიქოლოგიის თუ ყოველდღიური პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი, როგორც ქალები აწყდებიან ჩვენს საზოგადოებაში. თემატურ ფორუმებში მათ შეუძლიათ გაიარონ კონსულტაციები პროფესიონალ იურისტებთაბ, სოციალურ მუშაკთან, ექიმ-რეპროდუქტოლოგებთან, ფსიქოლოგებთან და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, აპლიკაცია საშუალებას აძლევს მათ კრიტიკულ სიტუაციებში გამოუყენონ SOS ღილაკი მათთვის სანდო პირების, ორგანიზაციების თუ პოლიციის დაუყოვნებლივ გამოსაძახებლად.
ჩვენ მოვამზადეთ ბროშურები უკრაინულ ენაზე, სადაც მოცემულია დეტალური ინსტრუქცია “საფარისა” და ორგანიზაციის სერვისების შესახებ. გთხოვთ, გაააზიაროთ ეს ინფორმაცია იმ ონლაინ თუ რეალურ სივრცეებში, სადაც საქართველოში მცხოვრები უკრაინელები იყრიან თავს.
Грузинське громадянське суспільство неодноразово висловлювало солідарність з українцями, які беруть участь у нерівній боротьбі. Кожен з нас по-різному намагається підтримати цих відважних і бойових людей. «Сапарі» пропонує свої послуги українцям, які переїхали з батьківщини до Грузії, абсолютно безкоштовно.
Перш за все, це юридична служба для українських жінок і дітей які знаходяться у Грузії. Крім того, вони можуть скористатися мобільним додатком «Сапарі» – Safe you. Це є безкоштовний онлайн-простір для жінок, де вони можуть отримати доступ та поділитися інформацією про важливі для них проблеми репродуктивного здоров’я, різні форми насильства та способи захисту від них, психологію чи повсякденні проблеми, з якими вони стикаються як жінки в нашому суспільстві. На тематичних форумах вони можуть консультуватися з професійними юристами, соціальними працівниками, репродуктологами, психологами та представниками правозахисних організацій. Крім того, додаток дозволяє їм використовувати кнопку SOS у критичних ситуаціях, щоб негайно викликати довірених осіб, організації або поліцію.
Ми підготували брошури українською мовою з детальними інструкціями щодо «Сапарі» та послуг організації. Будь ласка, поділіться цією інформацією онлайн або в реальному просторі, де збираються українці, які проживають у Грузії.