"საფარის" აქტივობები / Safe You / სიახლეები

Safe You უკვე უკრაინულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი / Safe You вже доступний українською мовою

მობილური აპლიკაცია Safe You უკვე უკრიანულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი. საქართველოში მცხოვრებ უკრიანელ ქალებს შეუძლიათ მშობლიურ ენაზე ისარგებლონ აპლიკაციის ყველა სერვისით – დაწყებული SOS ღილაკით, დასრულებული თემატური ფორუმებით.

შეგახსენებთ, რომ აქამდე აპლიკაცია ხელმისაწვდომი იყო ქართულ, აზერბაიაჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე.

შეგახსენებთ, რომ Safe You არის უსაფრთხო სივრცე ქალებისთვის, რომლის გამოყენება შეუძლიათ როგორც ფიზიკური საფრთხის დროს – SOS ღილაკის სახით – , ისე ყოველდღიურად თემატური ფორუმების სახით. Safe You-ზე შესაბამისი პროფესიოანლებისგან კოსნულტაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ საკითხებზე: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სსგი, ფსიქოლოგია, იურიდიული და სოციალური საკითხები, მოზარდობა და თანმდები პრობლემები და ა.შ.

აპლიკაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ნახო ვიდეო ქართულ ან/და უკრიანულ ენაზე.

ჩვენ მოვამზადეთ ბროშურები უკრაინულ ენაზე, სადაც მოცემულია დეტალური ინსტრუქცია “საფარისა” და ორგანიზაციის სერვისების შესახებ. გთხოვთ, გაააზიაროთ ეს ინფორმაცია იმ ონლაინ თუ რეალურ სივრცეებში, სადაც საქართველოში მცხოვრები უკრაინელები იყრიან თავს.

 

Мобільний додаток Safe You вже доступний українською мовою. Українки, які проживають у Грузії, можуть користуватися всіма послугами додатку рідною мовою – починаючи від кнопки SOS і закінчуючи тематичними форумами.

Нагадуємо, що Safe You – це безпечний простір для жінок, яким вони можуть скористатися як під час фізичної небезпеки – у вигляді кнопки SOS, так і щоденно у вигляді тематичних форумів. У Safe You ви можете отримати консультацію відповідних фахівців з таких питань: репродуктивне здоров’я, ЗПСШ, психологія, правові та соціальні питання, підлітковий вік та пов’язані з ним проблеми тощо.

Ви можете переглянути відео, щоб дізнатися більше про додаток Грузинською мовою, Українською мовою:

Ми підготували брошури українською мовою з детальними інструкціями щодо «Сапарі» та послуг організації. Будь ласка, поділіться цією інформацією онлайн або в реальному просторі, де збираються українці, які проживають у Грузії.

 

*ეს აპლიკაცია ფუნქციონირებს ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია “საფარი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.