სექსუალური ძალადობა / ფოტოგალერეა

25 ნოემბრის მარში (ფოტოგალერეა)

25 ნოემბრის მარშმა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, უამრავ გაბრაზებულ ადამიანს მოუყარა თავი, რომლებმაც ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირებულ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გააპროტესტეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი გაუპატიურების შესახებ არსებული კანონის ცვლილების აუცილებლობას.

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მარში პარლამენტის შენობასთან აქციით დასრულდა, რომელზეც აუდიტორიას ამაღელვებელი სიტყვით მიმართეს მარი კურტანიძემ, თამთა თოდაძემ, გოგა ხატიაშვილმა, თამთა ჟვანიამ და სხვებმა.

 

*ორგანიზაცია “საფარი”, ევროკავშირის მხარდაჭერით, მუშაობს გაუპატიურების კანონმდებლობის ცვლილებისთვის, რაც ამ აქციის მთავარი განაცხადია.