"საფარის" აქტივობები

“საფარი” სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ახალგაზრდა წევრებს შეხვდა

15 ოქტომბერს ” საფარი”  “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის” მარნეულელ ახალგაზრდებს შეხვდა.

პროექტის -„საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების გაძლიერება და ინტეგრაციის ხელშეწყობა“ – ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი საკითები განიხილეს, როგორიცაა: ნაადრევი ქორწინება – მიზეზები და შედეგები, ოჯახური ძალადობა და მისი ფორმები, გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები და დისკრიმინაცია, ძალადობის მსხვერპლებისთვის დროებითი თავშესაფრის არსებობის აუცილებლობა, თვალთვალის, ადევნებისა და პირადი ინფორმაციის გავრცელების პრობლემა.

   

პროექტი “ქალთა ფონდი საქართველოში” მხარდაჭერით ჩატარდა.