2023 წლის 20 დეკემბერს, საფარი თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები საფარის საქმიანობას, ახალგაზრდულ პლატფორმებს, საფარის სერვისებსა და აპლიკაციას – Safe You გაეცნენ. ასევე, ისაუბრეს ადამიანის უფლებებებზე, ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, და საფარის დაგეგმილ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის ბოლოს, აქტიურ მონაწილეებს საფარისგან საჩუქრები გადაეცა.
ღონისძიებას 3 სხვადასხვა სკოლის 30-მდე მოსწავლე, საფარისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა საფარისა და Mercy Corps Georgia-ს საერთო პროგრამის -„ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისათვის“ (WISE) ფარგლებში, წითელი ჯვრის თიანეთის ფილიალის ხელშეწყობით ჩატარდა.