"საფარის" აქტივობები

საფარის შეხვედრა თიანეთის სკოლის მოსწავლეებთან

2023 წლის 20 დეკემბერს, საფარი თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები საფარის საქმიანობას, ახალგაზრდულ პლატფორმებს, საფარის სერვისებსა   და აპლიკაციას – Safe You გაეცნენ. ასევე, ისაუბრეს ადამიანის უფლებებებზე, ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, და საფარის დაგეგმილ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის ბოლოს, აქტიურ მონაწილეებს საფარისგან საჩუქრები გადაეცა. 

 ღონისძიებას 3 სხვადასხვა სკოლის 30-მდე მოსწავლე, საფარისა და  წითელი ჯვრის წარმომადგენლები და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრა საფარისა და  Mercy Corps Georgia-ს საერთო პროგრამის -„ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისათვის“ (WISE) ფარგლებში, წითელი ჯვრის თიანეთის ფილიალის ხელშეწყობით ჩატარდა.