დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებისა და ხელშეწყობისათვის, ორგანიზაცია საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ბაია პატარაია საქართველოში არყოფნის მიზეზით დაჯილდოებას ვერ დაესწრო და მისი სახელით მედალი მისმა დედამ და შვილმა მიიღეს.