"საფარის" საქმეები / სიახლეები

თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირისთვის კაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პირს, რომელმაც თანხმობის არ არსებობისას მასთან სახლში მისულ ქალთან სექსუალური კავშირი დაამყარა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ქალმა საფარს 2024 წლის თებერვალში მიმართა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო, თუმცა მოძალადე არ დაუკავებიათ. ბრალის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებების – ქალის სხეულზე დაზიანებების არ არსებობის გამო გართულდა.

საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო კონვენციებს და საერთაშორისო სასამართლოების მიერ დადგენილ სტანდარტებს და გაუპატიურებად მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ძირითადად ისეთ ქმედებას მოიაზრებს, რომლის შედეგადაც დაზარალებულს სხეულზე ძალადობის კვალი ემჩნევა, საფარის იურისტის აქტიური ჩართულობის შედეგად, მსხვერპლი დაზარალებულად სცნეს, ხოლო მოძალადეს 31 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

2025 წლის 3 თებერვალს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გაამტყუნა და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.

 

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციაა: 
ცხელი ხაზი:
+995 599 407 603
0322 307 603
ელ. ფოსტა: info@sapari.ge