2024 წლის 18 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეა გოდოლაძის საქმეზე გამოიტანა განაჩენი, რომლითაც გაამართლა ოჯახში ძალადობაზე მსჯავრდებული კაცი.
ვთვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, ისევე, როგორც ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის მიერ გამოტანილი განაჩენი არის გენდერულად არასენსიტიური მართლმსაჯულების მაგალითი, რომელიც სისტემური დისკრიმინაციის ნათელი ილუსტრაციაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას თანდართულ ფაილად, რომელსაც “საფარი” ასევე წარადგენს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, როგორც საქმეზე დაზარალებულის პოზიციას.”საფარი” 2022 წლიდან იცავს თეა გოდოლაძის ინტერესებს გამოძიების ორგანოებსა და სასამართლოში. შექმნილ ვითარებაში ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას და ბრძოლას ვაგრძელებთ უზენაეს სასამართლოში.