2024 წელს საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელზეც მამინაცვალმა სექსუალურად იძალადა. ბავშვის მთავარი მოთხოვნა კონფიდენციალურობის დაცვა იყო, რაც საფარმა გაითვალისწინა და უზრუნველყო.
საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო, რომელსაც დაზარალებულმა მრავალეპიზოდიანი საქმე სრულად გაანდო. საქმეში ბევრი სხვადასხვა დანაშაული, მათ შორის, მამინაცვლის მხრიდან ბავშვის მიმართ წლების წინ განხორციელებული გარყვნილი ქმედება იკვეთებოდა, რაც სასჯელის სახედ 5 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მარი ვარამაშვილის ჩართულობით მოპოვებულ იქნა ყველა შესაძლო მტკიცებულება, თუმცა საქმეში გადამწყვეტი დაზარალებულის ჩვენება აღმოჩნდა, რომელიც მოსამართლემ სრულად გაიზიარა, 2026 წლის 27 აპრილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და პირი გარყვნილ ქმედებაში დამნაშავედ სრულად ცნო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.



