დღეს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თამთა თოდაძის საქმის განხილვის სასამართლო სხდომა გადაიდო, რის მიზეზად ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარება დასახელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2020 წლის 16 მარტის N08 ბრძანების თანახმად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა კოლეგიის მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ მათ წარმოებაში არსებულ საქმეთა განხილვის გადადება, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა.
მითითებული ბრძანება იმ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვის გაჭიანურების საფრთხეს ქმნის, რომელზეც აღკვეთი ღონისძიების სახედ ბრალდებულის მიმართ არ არის გამოყენებული პატიმრობა.