"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარის საქმე: პედოფილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მიმდინარე წლის მაისში, გურჯაანის რაიონული სასამართლომ 5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული პირი გაამართლა.

გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად, სასამართლოს მითითებული ჰქონდა, რომ სასამართლოში დაკითხული დაზარალებული და პირდაპირი მოწმე იყვნენ ქმედუუნაროები, რადგან მათი ასაკი იყო 10 წლამდე.

საფარი საქმის განხილვაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა 5 სასამართლო სხდომა. აღსანიშნავია, რომ გამართლებული პირი არც ერთ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

1 ოქტომბერს, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, გაუქმებულ იქნა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, და 5 წლის ბავშის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში  ბრალდებული პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ.

დამნაშვე პირის მიმართ სასჯელის სახედ  და ზომად, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.