თანასწორობის პოლიტიკა

პრინსტონი ქალ ლექტორებს 1 მილიონის ოდენობის სახელფასო სხვაობას აუნაზღაურებს

PRINCETON UNIVERSITY, PRINCETON, NEW JERSEY, UNITED STATES - 2012/08/05: Blair Hall on the campus of Princeton University. (Photo by John Greim/LightRocket via Getty Images)

პრინსტონის უნივერსიტეტმა დააანონსა, რომ 925 000$-ს აუნაზღაურებს იმ ქალ პედაგოგებს, რომლებსაც შრომითი ანაზღაურების მხრივ დისკრიმინაცია შეხებიათ. უნივერსიტეტს 250 000$ აქვს გათვალისწინებული მომავალი სახელფასო ანაზღაურებისთვისაც.

ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის შრომის დეპარტამენტის დიდმა კვლევამ დაადასტურა, რომ 2012-დან 2014 წლების ჩათვლით, სრული განაკვეთით დატვირთულმა 106-მა სრულმა პროფესორმა ქალმა გაცილებით ნაკლები ანაზღაურება მიიღო, ვიდრე – მათმა კოლეგა კაცებმა, ეს კი არღვევდა ფედერალურ კანონს შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ.

უნივერსიტეტმა დავების ვადამდელი მოგვარების შეთანხმება დადო, რათა თავი აერიდებინა გაჭიანურებული სასამართლო პროცესისთვის. ამასთან, პრინსტონში არსებულ სურათზე პასუხისმგებლობას თავს არიდებენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლის თქმით, მისმა თანამშრომლებმა დათქმული ორწლიანი პერიოდის შიდა ანალიზი ჩაატარეს და მის თანახმად, “არაფერი მნიშვნელოვანი უთანასწორობა არ აღმოუჩენიათ გენდერის ნიშნით შრომის ანაზღაურების საკითხში”.

ანალიზის მიხედვით, კვლევა “დაეფუძნა მცდარ სტატუსტიკურ მოდელს, რომელიც კათედრებზე ყველა სრული პროფესორის მუშაობას მთლიან განაკვეთზე ანგარიშობდა, კათედრების განურჩევლად, და არაფერი მსგავსება არ ჰქონდა იმ ფაქტთან, თუ როგორ ქირაობს, აფასებს და ანაზღაურებს თავის ფაკულტეტებს უნივერსიტეტი”.

თუმცა, შეთანხმების ფარგლებში, პრინსტონმა პირობა დადო, რომ ჩაატარებს ტრეინინგებს თანაბარი ანაზღაურების თემაზე და სტატისტიკურ ანალიზს, რათა შეამოწმოს, არსებობს თუ არა განსხვავებები ამჟამად.

npr.org