პოლიტიკაshe

პარიზში ჟანა დ’არკის ქანდაკებაზე ბელარუსის საპროტესტო დროშა აფრიალდა

პარიზში, ჟანა დ’არკის ქანდაკების ხელში, ბელარუსის საპროტესტო თეთრ-წითელი დროშა ფრიალებს. ეს ერთგვარი პერფორმანსი, სავარაუდოდ, ბელარუსში გაშლილი საპროტესტო აქციების გულშემატკივრებმა დაგეგმეს.

ბელარუსში სამართალდამცავ უწყებათა ძალადობის წინააღმდეგ აქციები ბევრ ევროპულ ქალაქში მიმდინარეობს. მსგავს აქციაზე, მაგალითად, რიგაში 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა, ვარშავაში, ბელარუსის საელჩოსთან კი თეთრ-წითელი ჩირაღდნები აანთეს და იმავე ფერებში გაანათეს ქალაქის კულტურის სასახლე.

ხვალ, ევროკავშირის საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელშიც გაერთიანების მონაწილე ქვეყნების შსს მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. სხდომაზე სწორედ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მისი თანმდევი მოვლენები განიხილება.