ცირა ჯგერენაია „საფარში“ უკვე ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობს. მას სხვადასხვა სახის სამუშო გამოცდილება გააჩნია, გავლილი აქვს სტაჟირებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში, „თბილისელების ადვოკატში“. ცირა ჯგერენაია: პირველი სამსახური საჯარო სექტორში დავიწყე და ყველაზე დიდი დრო იქ  გავატარე. ...

იცოდით, რომ გადასახადებს გენდერი აქვს? მე პირველად ამის შესახებ საფარის მიერ ორგანიზებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საზაფხულო სკოლაში გავიგე. თავიდან პროტესტი გამიჩნდა, მერე რაც უფრო მეტს ვფიქრობდი და ვაანალიზებდი, აღმოვაჩინე, რომ ქვეყნის მიერ არჩეული საგდასახადო პოლიტიკა გავლენას ახდენს გენდერულ საკითხებზე და ...

საფარი აცხადებს კონკურსს თანაგანმანათლებლების შესარჩევად. კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საფარის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში. ტრეინინგის მიზანია, მოამზადოს მომხსენებლები მომავალში საინფორმაციო შეხვედრების ჩასატარებლად ადამიანის უფლებებზე, ქალთა უფლებებსა და თანასწორობის საკითხებზე. ტრეინინგების ხანგრძლივობაა 20 საათი ონლაინ. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ...

გიორგი ურჩუხიშვილი, სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ინდიკატორები, 2020 ...

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან, 25 ნოემბერთან დაკავშირებით, „საფარი“ წარმოგიდგენთ სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავის მიხედვით მომზადებულ პუბლიკაციას “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარები”. კომენტარები მოამზადა კავშირმა „საფარმა“, სხვადასხვა ექსპერტების და სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, მთავარი პროკურატურის ...

ენდომეტრიოზის პრობლემა ჩვენში ბევრ ქალს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში კონკრეტული სამედიცინო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება არცთუ რთულია, ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ამ რთულ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა ქალებში გამოცდილებების გაზიარება იქნება შესაძლებელი, უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ საჭირო ...

ქალების ეკონომიკური გაძლიერების ფორმებზე, გამოხატულებებზე, გზებსა და საშუალებებზე ერთი საერთო აზრი, ან ერთი გადაწყვეტის გზა არ არსებობს. ჯერ კიდევ ძიებისა და მსჯელობის პროცესია. ბევრი რამ განვითარდა და დაიხვეწა, თუმცა მკვლევარები კვლავ ფიქრობენ, რას რა დაარქვან და რა შედეგია აქამდე მიღწეული ...