23 ოქტომბერს, ქალთა მოძრაობამ, აქტივისტებმა აზერბაიჯანული თემიდან და ექსპერტებმა გამართეს კონფერენცია – დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება!
კონფერენციის მონაწილეებმა ადრეული ნიშნობისა და ქორწინების პრობლემაზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს ადრეული ქორწინების პრევენციისთვის უკვე არსებული კანონის მკაცრად აღსრულების აუცილებლობას და სახელმწიფოსადმი არსებული მოთხოვნები განიხილეს. აქტივისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემაზე იმუშავებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას შესაბამის მოთხოვნებს წარუდგენს.
ადრეულ ასაკში ნიშნობა და ქორწინება უმეტესად იძულებითია, ხოლო არასრულწლოვანი გოგონების “ქმრები” და “საქმროები” მათზე გაცილებით უფროსები არიან. სწორედ იძულებით ნიშნობას შეეწირა 14 წლის აითაჯ შახმაროვას სიცოცხლეც.
სამოქალაქო აქტივისტებმა, სამოქალაქო მოძრაობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გააჟღერეს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს პედოფილიასთან ბრძოლას და ადრეული ქორწინებისა თუ ნიშნობის პრობლემის გადაჭრას.