"საფარის" საქმეები

საფარის საქმე: დედას შვილებთან ურთიერთობის აღდგენაში დავეხმარეთ

sapari

საფარი რენადა ზოროღლიანს, რომელსაც ქმარი შვილებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა,  პირველად მარტში შეხვდა და სომხეთში საფარის  პარტნიორი ორგანიზაციის – “Impact Innovations Institute” ხელშეწყობით, სასამართლო პროცესის გარეშე დაეხმარა, შვილებთან ურთიერთობა, გაეახლებინა.

საფარის ბენეფიციარი – რენადა ზოროღლიანი  სომხეთში თავის ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მას ქმარი დაშორდა და ქალს სომხეთიდან საქართველოში დაბრუნება მოუწია, რადგან საქართველოს მოქალაქეა და სომხეთში საჭირო პროცედურები არ დაუფინანსდებოდა. საქართველოში, ბოლო ერთ თვეში, რენადამ ორი ოპერაცია ჩაიტარა, რისთვისაც საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებაში მას საფარის სოციალური მუშაკი დაეხმარა.

რენადას ქმარი მას ბავშვების ნახვისა თუ სხვა ნებისმიერი კომუნიკაციის  საშუალებას არ აძლევდა. დღეს, საფარის აქტიური ჩართულობითა და მედიაციით რენადას აღუდგა სატელეფონო კომუნიკაცია შვილებთან.  მამა, მათი საბუთების მოწესრიგების შემდეგ, ბავშვებს რენადასთან შესახვედრად, საქართველოში ჩამოიყვანს.