სტატიები

კვლევა: ქალები პანდემიის დროს შფოთვით აღსავსე სიზმრებს ხედავენ

ჰარვარდის მედიცინის სკოლის დოცენტის, დეიდრე ბარეტის (Deirdre Barrett) ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ქალებს გაცილებით საშინელი და განგაშიანი სიზმრები აქვთ, ვიდრე – კაცებს. ნაშრომში, სათაურით “სიზმრები COVID-19-ზე, ნორმატიულ სიზმრებთან შედარებით: ტენდენციები გენდერის გათვალისწინებით” (Dreams about COVID-19 versus normative dreams: Trends by gender), ბარეტი წერს, რომ ქალებში ემოციების გაცილებით უფრო მეტი უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა – შფოთვა, მწუხერება, რისხვა და სიკვდილიც კი. მკვლევარი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ქალებს პანდემიის დროს გაცილებით მეტი სტრესის გადატანა უწევთ, ვიდრე – კაცებს.

“ჩვენი სიზმრები გაცილებით შფოთვიანი გახდა მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო. ისინი გვესიზმრება სხვადასხვა ფორმით – სიტყვასიტყვითაც და მეტაფორულადაც. როგორც კაცების, ასევე ქალების სიზმრები გაცილებით მეტ შიშს ასახავს ავადმყოფობის თუ სიკვდილის მიმართ, ვიდრე ჩვეულებრივ. მაგრამ, ეს ეფექტები კიდევ მეტადაა გამოხატული ქალებში, რომლებსაც მეტი სევდა, რისხვა თუ სხვა უსიამოვნო ისეთი სხეულებრივი თემა აღენიშნებათ, რაც კაცებისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია”, – ამბობს ბარეტი. იგი თავის კვლევას განაგრძობს, რათა ნახოს, როგორ იცვლება სიზმრები პანდემიის სხვადასხვა ეტაპებზე. კვლევის მეთოდებისა და შედეგების დაწვრილებით წაკითხვა შეგიძლიათ აქ.

vice.com