"საფარის" აქტივობები

ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა კახეთსა და აჭარაში – კვლევის მიმოხილვა

21 დეკემბერს საფარის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევა  მიმოიხილეს. კვლევის შედეგები ბაია პატარაიამ, მკვლევარებმა – ლარისა პატარაიამ და თეო თავდიშვილმა წარადგინეს. ეს არის პირველი ქართული რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ეკონომიკური ძალადობის პრევალენტობას სიღრმისეულად სწავლობს.

საფარის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სამიზნე რეგიონებში – აჭარასა და კახეთში,  ყოველი მეოთხე ქალი  ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ინტიმური პარტნიორის ან ქმრის მხრიდან, ხოლო ყოველი მეხუთე ქალი ვერ აიდენტიფიცირებს ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.

კვლევა “საფარმა” დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა.

სრულ კვლევას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე – ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევა კახეთსა და აჭარაში.