"საფარის" აქტივობები / სიახლეები / ტრენინგები

გოგონების ხმა – “საფარმა” ახალგაზრდების ფემინისტური მოძრაობისთვის ტრენინგები ჩაატარა

“საფარმა” ახალგაზრდების ფემინისტური მოძრაობის, Girls Voice-ის (გოგონების ხმა) წევრებისთვის ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგების ძირითადი თემა რეპროდუქციული ჯანმრთელობა იყო.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ჯანდაცვის ექსპერტი, ლელა შენგელია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, მათი გავრცელებისა და პრევენციის რისკებზე, ოჯახის დაგეგმვაზე, მოზარდებისთვის ასაკის შესაბამისი სქესობრივი განათლების მიწოდების მნიშვნელობაზე და სხვა თემატურ საკითხებზე ესაუბრა. “საფარის” აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას სესია რეპროდუქციულ ჯანმრთერლობასა და უფლებებს შეეხებოდა – გოგონებმა განიხილეს ურთიერთობებში თანხმობის მნიშვნელობა და მისი გამოხატვის ფორმები; ბოლოს, ორგანიზაციის ციფრული მარკეტინგის მენეჯერმა, ნათი ნათენაძემ  Girls Voice-ის წევრებს სოციალური ქსელების ეფექტური მართვა და ინფორმაციის საინტერესოდ გადმოცემის ხერხები ასწავლა. ტრენინგები გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

Girls Voice არის ახალგაზრდების ფემინისტური მოძრაობა, რომელიც “საფარის” ბაზაზე, 2020 წელს ჩამოყალიბდა. მისი მიზანია საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ქალთა უფლებებისა და ფემინიზმის შესახებ.