ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო, ჟურნალმა Glamour-მა უკრაინელ ტელეწამყვანს “წლის ქალის” ტიტული ჩამოართვა

ჟურნალი Glamour-ის რუსულენოვანმა გამოცემამ უკრაინელ ტელეწამყვანსა და ბლოგერს რეგინა ტოდორენკოს “წლის ქალის” ტიტული ჩამოართვა. სკანდალის მიზეზი ტოდორენკოს განცხადება იყო ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით – მან ქალებს მოუწოდა, დაფიქრდნენ, რატომ სცემენ მათ ქმრები. “ფსიქიკურად ავადმყოფი უნდა იყო, რომ თქვა: “ღმერთო, ქმარი მცემს”. ასეთ რამეს რომ ამბობ, ტვინი არ გაქვს თავში? რატომ გცემს შენი ქმარი, აბა იმაზე დაფიქრდი? და რა გააკეთე იმისთვის, რომ არ გცემოს?”, – განაცხადა მან.

მოგვიანებით, მომღერალმა ბოდიში მოიხადა და თავის ნათქვამს “უხეში და საზიზღარი” უწოდა, თუმცა, იგი მობოდიშებამ ვერც ხალხის და ვერც ჟურნალი “გლამურის” რედაციის რისხვისგან ვერ იხსნა. ჟურნალმა თავის ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ “ოჯახში ძალადობის შესახებ მისი გამონათქვამების შემდეგ, ტოდორენკოს “წლის ქალის” ტიტული ჩამოერთვა.

“Glamour კატეგორიულად ემიჯნება რეგინა ტოდორენკოს პოზიციას. გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგნი ვართ, მათ შორის – ბულინგისაც”, ვკითხულობთ ჟურნალის რედაქციის განცხადებაში.

ტოდორენკოს ინსტაგრამზე 8 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. მას ზემოთხსენებული ჯილდო 2019 წლის დეკემბერში გადაეცა, Glamour-ის მკითხველთაგან მიღებული ხმების მეშვეობით.

მიუხედავად ტოდორენკოს მობოდიშებისა, სოციალურ ქსელებში აღშფოთებული კომენტარები არ ცხრება.

“ერთი აგვიხსენით, როგორ უნდა შექმნას ქალმა ისეთი ატმოსფერო, რომ არ იცემოს? კაცები ქალებზე ფიზიკურად ძლიერები არიან, და მათ თავის დაცვა არ შეუძლიათ. აქ ვერც ფული უშველის საქმეს, ვერც – სიტყვები. ზოგიერთი კაცი იმდენად უსუსურია მენტალურად, რომ რომ თავისი პოზიციის მხოლოდ მუშტებით დამტკიცება შეუძლია. რა უნდა ქნას ამ სიტუაციაში ქალმა?”, – დაუკომენტარა ტოდორენკოს ბლოგერმა ვიქტორია მატვეევამ.

nv.ua