ბლოგები / ფანჯარა

Gürcü Dilini Pulsuz Öyrət!

1+4 proqramı, şübhəsiz ki, müasir Gürcüstan tarixində həyata keçirilən ən uğurlu təhsil layihələrindən biridir. 1+4 proqramı çərçivəsində qeyri-dominant etnik qrupların nümayəndələri ali məktəblərə dörd qəbul imtahanı əvəzinə yalnız öz ana dilindən bacarıq imtahanı verir, sonra isə bir il gürcü dilini öyrənirlər. (və bunun üçün pul ödəyirlər).
Gürcü dilinin bir illik hazırlıq kursunu keçdikdən sonra dörd illik bakalavr proqramında təhsillərini davam etdirməyə başlayırlar. Əlbəttə ki, bu müsbət qiymətləndirməli və alqışlanmalıdır da, lakin eyni zamanda, bu proqramın benefisiarları kimi biz yaxşı bilirik ki, bu gün 1+4 proqramının islahatlara və yenilənməyə ehtiyacı var.
Əslində, dövlət 1+4 proqramı ilə dövlət təhsil sistemindəki bütün boşluqları və çatışmazlıqları etiraf edir, hansı ki, qeyri-dominant etnik qrupları təmsil edən gənclərin keyfiyyətli təhsil almasına, dövlət dilini öyrənməsinə mane olur və onu doldurmaq üçün bir növ müsbət addım atır. Lakin o, bu proqrama ödəniş qoymaqla səhvini düzəldərkən daha bir mühüm səhvə yol verir.
Biz Gürcüstanın tamdəyərli və tamhüquqlu vətəndaşlarıyıq. Qeyd edəilməlidir ki, heç bir ölkə dövlət dilini öyrətmək üçün öz vətəndaşından pul almamalıdır. Eyni ilə qeyd edilməlidir ki, Parlament üzvlərindən başlamış, hökumət nümayəndələrinə qədər və bütün dövlət strukturlarının nümayəndələri eyni ilə müxalifət nümayəndələri, ictimai çıxışlarında dövlət dilinin öyrənilməsi məsələsini prioritet olaraq səsləndirirlər.
Qeyd edilməlidir ki, Gürcüstanda vətəndaş bərabərliyinə və millətlərarası həmrəyliyə nail olmaq üçün dövlət dilini bilmək çox vacibdir. Biz Gürcüstanın qeyri-dominant etnik və dini qruplarından olan gənclər bəyan edirik ki, gürcü dilini sərbəst, keyfiyyətli və pulsuz öyrənmək istəyirik. Ancaq gürcü dilini niyə öyrənmədiyimizlə bağlı sualları tez-tez eşidirik. illərdir bütün gürcü cəmiyyəti etnik azlıqların gürcü dilini bilməməsindən, onların dövlət dilini öyrənmək üçün heç bir həvəsinin olmadığından danışır. Ancaq heç kim etnik azlıqların əslində niyə dil bilməməsindən danışmır? Heç kim danışmır ki:
1. Qeyri-dominant etnik qrupların məskunlaşdığı bölgələrdə uşaq bağçalarının sayı Gürcüstanın qalan hissəsindən üç dəfə azdır. Ölkə üzrə məktəbəqədər təhsil imkanı 70%-ə qədərdirsə, etnik azlıqların yaşadığı regionlarda bu rəqəm 25,5% təşkil edir.
2. Qeyri-dominant etnik qrupların məskunlaşdığı kəndlərdə məktəblər əsasən qəzalı vəziyyətdədir. Təhsilin keyfiyyəti isə, əsasən problemlidir. PİSA imtahanlarının nəticələrinə görə, azlıqların məktəb şagirdlərinin orta balı dominant qrupun orta balından 100 bal aşağıdır. Ancaq bu, o demək deyil ki, azlıqların şagirdləri oxuya bilmirlər. Bu, o deməkdir ki, dövlət azlıqların regionlarında keyfiyyətli təhsili çatdırmır/çatdıra bilmir.
3. Qeyri-dominant etnik qrupların məktəblərində ixtisaslı müəllimlərin kəskin çatışmazlığı var. Lakin sistemin bu boşluğu necə dolduracağı ilə bağlı nə strategiyası, nə də siyasəti var.
Başa düşürük ki, son 30 ildə təhsil sisteminin müxtəlif pillələrində yaradılmış disbalans, bərabərsizlik və ədalətsizliklər bir il və ya bir kampaniya ilə dolmayacaq. Buna görə də:
#GürcüDiliniPulsuzÖyrət məktəbəqədər təhsilə imkanının bərabər tələbini də nəzərdə tutur, keyfiyyətli və ikidilli məktəb təhsilinə tələbi də nəzərdə tutur, ali təhsilin hamı üçün əlçatan olmağını da nəzərdə tutur, dövlət öz öhdəliyinin yerinə yetirməsini də nəzərdə tutur, sistemli diskriminasiyanın aradan qaldıdırlmasını da.
Bütün bunlara əsaslanaraq bildiririk ki, 1+4 proqramı çərçivəsində gürcü dili üzrə hazırlıq kursu ödənişsiz olmalıdır!
Müəllif: Ayhan Həsənov #GürcüDiliniPulsuzÖyrət kampaniyasının və Salam Platformasının aktivisti


მასწავლე ქართული უფასოდ!

1+4 პროგრამა, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო პროექტია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 1+4 პროგრამის ფარგლებში, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად ოთხი გამოცდის ნაცვლად აბარებენ მხოლოდ უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე და შემდეგ ერთი წლის განმავლობაში სწავლობენ ქართულს (და ამაში ფულს იხდიან). ქართული ენის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ კი იწყებენ ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ეს დადებითად უნდა შეფასდეს და მისასალმებელიცაა, თუმცა, ამასთანავე, როგორც ამ პროგრამის ბენეფიციარებმა, ყველაზე კარგად ვიცით, რომ 1+4 პროგრამა დღეს უკვე საჭიროებს რეფორმას და განახლებას.
რეალურად, 1+4 პროგრამით სახელმწიფო აღიარებს ყველა იმ სიცარიელეს და ხარვეზს, რაც არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ხელს უშლის ხარისხიანი განათლების მიღებასა და სახელმწიფო ენის სწავლაში და ერთგვარ დადებით ნაბიჯსაც დგამს მის შესავსებად. თუმცა, იგი ამ პროგრამაზე გადასახადის დაწესებით, თავის შეცდომის გამოსწორების დროს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეცდომას უშვებს.
ჩვენ ვართ საქართველოს სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფო ენის სწავლაში ფულს არ უნდა ახდევინებდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ დაწყებული პარლამენტის წევრებით, დამთავრებული მთავრობის წევრებითა და ყველა სახელმწიფოს სტრუქტურის წარმომადგენლებით, ასევე ოპოზიციის წევრებით, საჯარო გამოსვლებისას პრიორიტეტად ასახელებს სახელმწიფო ენის სწავლის საკითხს.
სახელმწიფო ენის ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში სამოქალაქო თანასწორობის და ინტერეთნიკური სოლიდარობის მიღწევისთვის. ჩვენ, საქართველოს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდები, ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვინდა ქართულის სრულყოფილად, ხარისხიანად და უფასოდ სწავლა. თუმცა წლებია, მთელი ქართული საზოგადოება საუბრობს იმაზე, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა არ იციან ქართული ენა, მათ არ აქვთ სურვილი. თუმცა, არავინ საუბრობს იმაზე, თუ რეალურად რატომ არ იციან ეთნიკურმა უმცირესობებმა ენა? არავინ საუბრობს იმაზე, რომ:
1. არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში საბავშვო ბაღების რაოდენობა სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. თუ მთელს ქვეყანაში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა 70%-ია, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეს ციფრი 25.5%-ს შეადგენს.
2. არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ სოფლებში სკოლები ძირითადად ავარიულ მდგომარეობაშია, ხოლო სწავლის ხარისხი – არსებითად პრობლემური. PİSA-ს გამოცდების შედეგების მიხედვით, უმცირესობების სკოლის მოსწავლეების საშუალო ქულა 100-ით ჩამოუვარდება დომინანტი ჯგუფის საშუალო ქულას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები ვერ სწავლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უმცირესობების რეგიონებში ხარისხიან განათლებას არ/ვერ აწვდის.
3. არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების მწვავე დეფიციტია. თუმცა, სისტემას არც სტრატეგია და არც პოლიტიკა აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს ეს სიცარიელე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში შექმნილი დისბალანსი, უთანასწორობა და უსამართლობა განათლების სისტემის სხვადასხვა დონეზე, არსებული პრობლემური და უხარისხო განათლების პრობლემები და რეალურად ხარისხიან განათლებაზე ხელმიუწვდომლობის საკითხი 1 წელიწადში ან ერთი კამპანიით არ ამოივსება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კამპანია #მასწავლექართულიუფასოდ გულისხმობს სკოლამდელ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის, გულისხმობს ხარისხიან და ბილინგვურ სასკოლო განათლების მოთხოვნასაც, გულისხმობს უმაღლეს განათლებას, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, გულისხმობს ხარისხიან და სამართლიან განათლებას, გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თავის ვალდებულების შესრულებას, გულისხმობს არსებული სისტემური დისკრიმინაციის აღმოფხვრასაც.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ 1+4 პროგრამის ფარგლებში ქართულ ენაში მოსამზადებელი კურსი უნდა იყოს უფასო!
ავტორი: აიჰან გასანოვი კამპანია #მასწავლექართულიუფასოდ და პლატფორმა „სალამის“ აქტივისტი