თანასწორობის პოლიტიკა

H&M რასისტულ სკანდალში გაეხვა

რასიზმში ბრალდების გამო, H&M-მა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში „დროებით“ 17 სავაჭრო წერტილი დახურა.

რასისტული სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ბრენდის რეკლამაში აფრიკული წარმოშობის ბიჭუნა გამოჩნდა, სვიტერზე წარწერით: „ყველაზე მაგარი მაიმუნი მთელს ჯუნგლებში“ («Coolest monkey in the jungle»). რასისტული რეკლამით აღშფოთებულმა ადამიანებმა H&M-ის რამდენიმე მაღაზია დაარბიეს. მათ შორისაა მოძრაობა „ეკონომიკური თავისუფლებისთვის მებრძოლების“ მეთაური ჯულიუს სელო მალემა (Julius Sello Malema). „წელს რასისტების მიმართ მეტ წინააღმდეგობას ელოდეთ!“, – დაწერა მან თავის ტვიტერზე.

„როგორც კი მეამბოხეები ჩაწყნარდებიან, ჩვენ კვლავ გავხსნით მაღაზიებს“, – განუცხადეს H&M-ის წარმომადგენლებმა CNN-ს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებულმა წარწერამ H&M-ის პროდუქციაზე სოციალურ ქსელებში ბობოქარი რეაქცია გამოიწვია. კანადელმა მუსიკოსმა The Weeknd-მა განაცხადა, რომ H&M-თან თანამშრომლობას აღარ აპირებს.