"საფარის" აქტივობები

ქალების ინიციატივები მარნეულის 2024 წლის ბიუჯეტში აისახება

22 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართელობაში 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე საფარის პროექტის – მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური გაძლიერება ლობისტმა მარნეულში, რაშან ზიადალიევმა, პროექტის ბენეფიციარი ქალების ჩართულობით ჩატარებულ ადვოკარტირების კამპანიებზე ისაუბრა და რეკომენდაციები წარადგინა.

2023 წელს საფარმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების პრობლემებისა და საჭიროებების კვლევა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პროექტის ბენეფიციარმა ქალებმა ადვოკატირების კამპანიები შეიმუშავეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში 4 საბიუჯეტო ინიციატივა შეიტანეს. ინიციატივების ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში მთარგმნელობითი სერვისი უნდა შეიქმნას.

ბენეფიციარი ქალების მიერ შემუშავებულ ინიციატივებს შორის, ასევე არის საბიუჯეტო ინიციატივა და კოლექტიური მიმართვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების შესახებ, რომელიც მოიაზრებს ყაჩაგანის თემში შაბათ-კვირას 2 რეისის დამატებას და სოფელ თაქალოდან  ხანჯიგაზლოს მიმართულებით საზოგადოებრივი სატრანსპორტო რეისების დანიშვნას.

ქალების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის მიზნით, 2024 წელს ცალკე ბიუჯეტი გამოიყოფა. 2024 წლის ბიუჯეტი ასევე  გაითვალისწინებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაჩაგანში ბაგა-ბაღის მშენებლობას. მოცემული პროექტი 2023 წელს დაიგეგმა და 2024 წელს განხორციელდება.

პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური გაძლიერება ხორციელდება საფარის მიერ ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ადგილობრივი პარტნიორი სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრია.