"საფარის" აქტივობები / საფარი

8 დეკემბერს ქართული და უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 8 დეკემბერს, საფარის ორგანიზებით, პროექტის “Covid-19 Civil Society resilience and sustainability” ფარგლებში, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია “Carpathian Human Rights Agency Vested”-ის წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ახალი პროექტის მიზანი ქალთა უფლებების დამცველ ქართულ და უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილებების გაზიარებაა. საფარის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე “გაუპატიურების” მუხლში ცვლილების შეტანის აუცილებლობა განიხილეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ის თანხმობის არ არსებობას უნდა ეფუძნებოდეს. უკრაინულმა მხარემ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამ საკითხთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებაზე – მუხლში ცვლილების შეტანის სტრატეგიებსა და გამოწვევებზე, ისაუბრა.

პროექტი “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან” პარტნიორობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.