28 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც რძალი (შვილის ცოლი) მოკლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა 2022 წლის 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 65 წლამდე კაცმა 34 წლის ქალი სანადირო თოფით მოკლა. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ექსპერტიზამ მას მართლაც დაუდგინა გარკვეული ტიპის ფსიქიკური ნაკლი, თუმცა, ამავე დასკვნის მიხედვით, კაცის ფსიქიკური მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდას არ შეუშლიდა ხელს.
“მას, იმ [დანაშაულის ჩადენის] მომენტში, შეეძლო სრულყოფილად გაეცნობიერებინა თავისი ჩვენების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა”, – ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.
საქმეზე “საფარის” იურისტი, ეკატერინე მუზაშვილი მუშაობდა.