"საფარის" აქტივობები / განძი / ტრენინგები

ბიძინა კულუმბეგოვმა ,,განძისა’’ და ,,ფანჯარას’’ ბლოგერებს ვაქცინაციის შესახებ ტრეინინგი ჩაუტარა

23 ნოემბერს, პლატფორმა ‘ZOOM’- ის საშუალებით, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრი ბიძინა კულუმბეგოვი შეხვდა და ტრეინინგი ჩაუტარა ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ პლატფორმა ,,განძისა’’ და ,,ფანჯარას’’ ბლოგერებს.
ტრეინინგის მთავარი თემა იყო ვაქცინაციის მნიშვნელობა, მისი თანმხლები შედეგები, ვაქცინაციის ეფექტიანობა, ვირუსის გავრცელების საფრთხეები და მათი თავიდან არიდების გზები.
ტრეინინგი ,,განძისა’’ და ,,ფანჯარას’’ ბლოგერებს იმ მიზნით ჩაუტარდათ, რომ მათ მოახერხონ ეთნიკურ უმცირესობებში სწორი და დროული ინფორმაციის გავრცელება, რათა თავიდან იქნას აცილებული დეზინფორმაციის დამკვიდრება ხსენებულ ჯგუფებში, გაიზარდოს ინფორმაციულობა ვაქცინაციის საჭიროებაზე და გაიზარდოს აცრის მსურველების რაოდენობა.