"საფარის" აქტივობები / სიახლეები / ქალზე ძალადობა

მსოფლიოში ცნობილ ქალთა უფლებადამცველებთან ერთად, Pixel Project ბაია პატარაიას ინტერვიუს აქვეყნებს

Pixel Project — მთლიანად ვირტუალური, მოხალისეობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოხალისეების მსოფლიო კოალიციაა. მისი მისიაა ცოდნის გაზიარება, დაფინანსების მოძიება და მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კამპანიების, ინიციატივების, პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით.

The Pixel Project Selection 2022: 16 Of The Pixel Project’s Best Interviews-ს ფარგლებში, სხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე ქალთა უფლებადამცველებთან ერთად, ბაია პატარაიასთან ინტერვიუც გამოქვეყნდა.

“ჩვენ ვავლენთ ხარვეზებს და ადვოკატირებას ვუკეთებთ საკანონმდებლო და სისტემურ ცვლილებებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მედიასთან და მრავალ კამპანიას ვატარებთ სოციალური ქსელების მეშვეობით, რათა გაიზარდოს მგრძნობელობა და ინფორმირებულობა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საქართველოს ქალთა მოძრაობასთან და სხვა ფემინისტ აქტივისტებთან, ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწიეთ. კანონმდებლობა გაუმჯობესდა, პოლიცია და პროკურატურა უკეთ მუშაობს და საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში რეალური და სერიოზული სოციალური პრობლემაა. დღეს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების საკითხი პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობის დღის წესრიგში დგას”, – ამბობს პატარაია.

ბაია პატარაიასთან Pixel Project-ის წინა ინტერვიუს სრული ტექსტის ხილვა შეგიძლიათ აქ.