ბავშვზე ძალადობა / სექსუალური ძალადობა

Pornhub სკანდალში გაეხვა პედოფილიური კონტენტის გავრცელების გამო

Pornhub-მა მასზე განთავსებული კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარება დაგეგმა მას შემდეგ, რაც New York Times-მა დეტალურად აღწერა პლატფორმაზე თანხმობის გარეშე განთავსებული ვიდეოების ატვირთვის დამაზიანებელი შედეგები. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოებში ხშირად არასრულწლოვანი გოგონები მონაწილეობდნენ.

Pornhub-ის გუშინდელ განცხადებაში ახალი წესების შემოღებაზეა საუბარი, რომელიც საიტზე თანხმობის გარეშე ვიდეოების ატვირთვას კრძალავს. მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან პლატფორმა აღარ მიიღებს ვიდეოებს არაიდენტიფიცირებული მომხმარებლებისგან. ეს მნიშვნელოვან პროგრესად ჩანს იმ კომპანიისთვის, რომელმაც თავისი პლატფორმა არაპროფესიონალურ ატვირთვებზე ააგო. მოკლევადიან პერსპექტივაში, შეიზღუდება პლატფორმის კონტენტ პარტნიორებისა და წევრების ატვირთვები, ხოლო გრძელვადიან პერიოდში, Pornhub მომხმარებელთა შემოწმების უფრო მკაცრ პროცესს გეგმავს.

მას შემდეგ, რაც კონტენტი საიტზე ატვირთება, Pornhub მთლიანად დაბლოკავს მისი გადმოტვირთვის ფუნქციას და მომხმარებელს აღარ მისცემს საშუალებას, იგი საიტიდან ფასიანი გადმოტვირთვის მიღმა გამოიყენოს.

ასევე, Pornhub-მა პირობა დადო, უფრო ინტენსიური გახადოს პლატფორმაზე არსებული კონტენტის მოდერაცია. ამაში მას ახლახან შექმნილი “წითელი გუნდი” (Red Team) დაეხმარება, რომელიც აქტიურად ეძებს უკვე ატვირთულ კონტენტში პოტენციურ დარღვევებს და მოდერაციის პროცესში ნებისმიერ ხარვეზს.
ასევე, კომპანიამ პირობა დადო, რომ გამჭვირვალედ მუშაობის ანგარიშს 2021 წელს გამოაქვეყნებს, სადაც დეტალურად აღწერს წინა წელს ჩატარებული მოდერაციის შედეგებს.

თავის განცხადებაში, Pornhub ცვლილებებს აპრილში ჩატარებულ დამოუკიდებელ მიმოხილვას უკავშირებს, რომელიც პლატფორმაზე ყველანაირი უკანონო კონტენტის ამოღებაზე იყო მიმართული. თუმცა, სინამდვილეში, როგორც ჩანს, მისი ასეთი აფორიაქება New York Times-ში ნიკოლას კრისტოფის (Nicholas Kristof) მიერ გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა, რომელმაც საზოგადოების მხრიდან Pornhub-ის საქმიანობის მიმართ უკმაყოფილების დიდი ტალღა გამოიწვია. მას შემდეგაც კი, რაც სტატიაში ხსენებული ვიდეოები წაიშალა, მათი გადმოტვირთული ასლები კვლავ და კვლავ ვრცელდებოდა, რაც ხშირად სერიოზულ და საგანგაშო შედეგებს იწვევდა.

კრისტოფის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, Pornhub-ის საქმიანი პარტნიორები უდიდეს წნეხს წააწყდნენ იმის მოთხოვნით, რომ პლატფორმასთან გაეწყვიტათ კავშირი, განსაკუთრებით ისეთი საგადამხდელო სისტემებში, როგორებიცაა Visa და Mastercard.

დოუნ ჰოუკინსი (Dawn Hawkins), სექსუალური ექსპლუატაციის ეროვნული ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ღია მოწოდებით გამოვიდა, დაიხუროს Pornhub. “Pornhub-თან თანამშრომლობაში შესული ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან Visa და Mastercard, მოგებას ბავშვების გაუპატიურებისგან იღებენ”, – ნათქვამია მის განცხადებაში.

theverge.com