ოჯახში ძალადობა

პოლონეთში ონლაინ მაღაზიის სახით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებელი ცენტრი გაიხსნა

ნატურალური კოსმეტიკის ონლაინ მაღაზიის საფარველქვეშ, პოლონელმა სკოლის მოსწავლემ კრისტინა პაშკომ (Krystyna Paszko) კარანტინის დროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებელი პროექტი განახორციელა. პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსხვერპლმა აგრესორისგან მალულად მიმართოს დახმარებისთვის შესაბამის ორგანოებს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი “მაღაზიის” ფეისბუქ გვერდს პირად შეტყობინებებში სწერენ იმ პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით, რომელსაც ვითომ მაღაზია ყიდის. პასუხად, “მაღაზიის” დამაარსებელი მსხვეპლის არსებული მდგომარეობით ინტერესდება, ხოლო თუ ამ უკანასკნელისგან კოსმეტიკის “შეკვეთასაც” მიიღებს მისამართთან ერთად, მაშინ ამ მისამართზე პოლიციას გზავნის.

კოსმეტიკის მაღაზიის იმიჯის გასამყარებლად, რომელსაც “გვირილები და იები” ჰქვია, პაშკომ კრემების ფოტოები გამოაქვეყნა, ხოლო გვერდზე შემოსული შეტყობინებები კოდირებითაა დაცული. “საქონელზე” ერთ-ერთი გამოხმაურება იუწყება: “შველის ჩალურჯებებსა და დაწითლებებს. გირჩევთ!”.

აქტივისტმა დასახელებული პროექტი იმის გამო შექმნა, რომ ქვეყანაში კარანტინის პირობებში ოჯახში ძალადობის კატასტროფულად გაზრდილი სტატისტიკისას (40%), მსხვერპლებს სულ უფრო და უფრო უძნელდებათ დახმარებისთვის შესაბამისი ორგანოებთან დაკავშირება. “მაღაზიის” გახსნის დღიდან, 12 აპრილიდან მოყოლებული, გვერდი უკვე 10 000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოწერილი, დახმარებისთვის კი მას 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

thefirstnews.com