"საფარის" აქტივობები / სიახლეები

ტრენინგი და საინფორმაციო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთში

“საფარი” აგრძელებს რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხარდაჭერას. ამ მიზნით, 18 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ორგანიზაციებისთვის ჩავატარეთ ტრენინგი. შეხვედრაზე განვიხილეთ და მონაწილეებს”საფარის” გამოცდილება გავუზიარეთ შემდეგ საკითხებზე: საპროექტო წინადადებების შემუშავება, პროექტების ბიუჯეტირება, პროექტის მენეჯმენტი, ფინანსური და პროგრამული ანგარიშგება, ადვოკატირება, კომუნიკაცია და ა.შ. შეხვედრას ესწრებოდა “საფარის” პარტიორი და მეგობარი ორგანიზაციების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

19-20 სექტემბერს, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ურაველსა და ხეოთში. შეხვედრებზე ქალებსა და ახალგაზრდებს წარვუდგინეთ “საფარის” იურისტი სამცხე-ჯავახეთში, დიმიტრი ჩხიტუნიძე, გავაცანით ორგანიზაციის სერვისები, ვესუაბრეთ აპლიკაცია Safe You-ზე და ზოგადად, ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

“საფარის” გარდა შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს Mercy Corps Georgia-ს წარმომადგენლებმა. “საფარის” მიერ, ბოლო პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული აქტივობები, მათ შორის, რეგიონული იურისტის მუშაობა პროგრამა WISE-ის („ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“) ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა, სწორედ Mercy Corps Georgia-ს ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მუშაობს სამხრეთ კავკასიაში. თითოეულ ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში პროგრამას ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს. საქართველოში პროგრამის პარტნიორია ორგანიზაცია “საფარი”.