“საფარი” აგრძელებს რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხარდაჭერას. ამ მიზნით, 18 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ორგანიზაციებისთვის ჩავატარეთ ტრენინგი. შეხვედრაზე განვიხილეთ და მონაწილეებს”საფარის” გამოცდილება გავუზიარეთ შემდეგ საკითხებზე: საპროექტო წინადადებების შემუშავება, პროექტების ბიუჯეტირება, პროექტის მენეჯმენტი, ფინანსური და პროგრამული ანგარიშგება, ადვოკატირება, კომუნიკაცია და ა.შ. ...

„საფარი“  აცხადებს კონკურსს ტრენინგში მონაწილეობაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოღვაწე ორანიზაციებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა, ქალთა და ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტრენინგი არის ერთდღიანი და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადვოკატირება – ლობირება ფონდების მოძიება პროექტების მართვა. სამომავლოდ „საფარი“ პროექტში მონაწილე ორგანიზაციებისათვის  გამოაცხადებს საგრანტო კონკურსს ...

“საფარს” პარტნიორი ორგანიზაცია მერსი ქორფსი საქართველოს (Mercy Corps Georgia), აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ როგორც კონკრეტულად “საფარის” საქმიანობასა და სერვისებზე, ისე, ზოგადად, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე, სტატისტიკაზე, მათზე რეაგირებისა და პრევენციის შესაძლებლობებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ...

15, 16 და 17 მაისს “საფარის” წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის სამ ქალაქში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა, მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ადგილობრივმა ქალებმა. შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობას გავაცანით “საფარის” იურისტი სამცხე-ჯავახეთში, დიმიტრი ჩხიტუნიძე. თუ აქამდე ...

“საფარს” ახალი რეგიონული იურისტი ჰყავს – დიმიტრი ჩხიტუნიძე სამცხე-ჯავახეთში იმუშავებს და რეგიონში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს ადგილზე გაუწევს ყველა სახის სამართლებრივ მომსახურებას. 30-31 მარტს ჩატარდა გაცნობითი შეხვედრები ახალციხეში, სადაც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიასა და აქტივისტებს გავაცანით ...

„საფარმა“ პარტნიორი ორგანიზაცია Mercy Corps-ისა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებსა და ორგანიზაცია “ქალთა გლობალური უფლებების” ხელმძღვანელს, შერილ ტომასს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ვისაუბრეთ „საფარის“ საქმიანობასა და ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან მიღწევებსა თუ გამოწვევებზე. ასევე, პროექტზე, რომელსაც Mercy Corps-ისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ...