"საფარის" საქმეები / სექსუალური შევიწროება / სიახლეები

“ქალების შეფასებაში ექსპერტი ვარ” – ომბუდსმენმა დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

sapari

სამშენებლ-სარემონტო კომპანია “ფაქტორი გრუპის” დირექტორი თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა. ამის შესახებ დასკვნა სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ქალის ინტერესებს “საფარი” იცავს.

ქალის განცხადების მიხედვით, იგი “ფაქტორი გრუპში” 2021 წლის მარტიდან იყო დასაქმებული. მისი თქმით, სამსახურის დაწყებისთანავე დირექტორის მხირდან დაიწყო სექსუალური შინაარსის მიმოწერები, მათ შორის, არასამუშაო საათებში.

“სამსახურის დაწყებიდან მალევე ე.ღ.-მ დაიწყო ჩემთან სისტემატური მიმოწერები, დარეკვები, მოკითხვები, რომლებიც არ ეხებოდა სამსახურს. მირეკავდა დასვენების დღეებში, ღამის საათებში, დილით ადრე. ხშირ შემთხვევაში იგი იყო ნასვამ მდოგმარეობაში”, – ვკითხულობთ ქალის განცხადებაში.

სქრინშოთებში, რომლებიც ქალმა მტკიცებულების სახით წარმოადგინა ჩანს, რომ მან არაერთხელ ცხადად მიუთითა დამსაქმებელს, რომ არ სურს მასთან არასამსახურეობრივ საკითხებზე კომუნიკაცია. თუმცა, ამის შემდეგ დამსაქმებელმა მას ირიბად მიანიშნა, რომ მისი კარიერული წინსვლა დამოკიდებულია მის ქცევაზე.

“ე.ღ.-ს ჩემ მიმართ გამოხატული უხამსი ინტერესი არასსროს დაუმალავს. მეპატიჟებოდა ბუნებაში სასეირნოდ. ცდლობდა ჩემთან მარტო დარჩენა,ს თუმცა ჩემგან ყოველთვის უარს იღებდა. მახსენდება ორი შემთხვევა, როცა გამიყოლა თითქოსდა საქმეზე, მითხრა, რომ აუცილებელი იყო ჩემი გაყოლა. მას შემდეგ ყოველთვის უარით ვისტუმრებდი, რადგან მეუფლებოდა შიში მის გვერდით ყოფნისას. აგრეთვე, უხერხული საუბრები და კითხვები მაგდებდა ცუდ მდგომაროებაში.”, – წერია ქალის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპატარში აცხადებენ, რომ საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით არაფერთხელ დაუკავშირდნენ მოპასუხე მხარეს – “ფაქტორი გრუპის” დირექტორს, თუმცა ის სხვადასხვა საბაბით თავს არიდებდა სახალხო დამცველის წარმომადგენეთან კომუნიკაციას.

საბოლოოდ, სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეზე დაადგინა სექსუალური შევიწროების “რაც გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო”.

სახალხო დამცველმა რეკომენდაქციით მიმართა კომპანიის დირექტორს, “არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, მათ შორის, პრევენციის მიზნით, შეიმუშაოს შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები”.