სიახლეები

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე აჭარაში (ბათუმში)

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე აჭარაში (ბათუმში).

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით);

ძირითადი ფუნქციები:

  • ბენეფიციარების პირველადიკონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, Safe
    You-ს აპლიკაციის მეშვეობით, პირისპირ);
  • ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოება; სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; მტკიცებულებების მოპოვება; გამოძიების წარმართვასა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობა; საქმიდან გამომდინარე პრობლემის (საკანონმდებლო პრაქტიკა, ეთიკური ასპექტები) იდენტიფიცირება და ხელმძღვანელისთვის გაზიარება; მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება უშუალო  ხელმძღვანელებისთვის.
  • კონფერენციებში, ოფიციალურ მიღებებზე თუ სხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა „საფარის“ სახელით;
  • საჭიროებისამებრ, ონლაინ, ბეჭდურ, სატელევიზიო მედიასთან კომუნიკაცია;
  • სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა „საფარის“ სახელით;
  • გაწეული სამუშაოს აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია იურისტის საქმიანობასთან;

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ადვოკატის მოწმობა საერთო სამართლის სპეციალიზაციით;
  • დამატებითი კვალიფიკაცია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლი) და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო);
  • იურისტად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს;
  • უპირატესობა მიენიჭება მოწყვლად ჯგუფებთან (ოჯახში და/ან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები, გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ.) მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებს.
  • გენდერული მგრძნობელობა;
  • ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევის უნარი;
  • ემპათიურობა;
  • თვითკონტროლი და ემოციის მართვის უნარი;
  • სასურველია მართვის მოწმობის ქონა;

პროგრამული უნარ-ჩვევები:

  • MS Word
  • MS Excel

ღირებულებები:

  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება (უნარი);
  • ემპათიურობა – ძალადობის მსხვერპლ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება ან/და ძირითადი პრინციპების ცოდნა

დაინტერესებულმა აპლიკანტმა ქვემოთ მოცემული დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი (საერთო სპეციალიზაციით);
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა  2024 წლის 11 აპრილი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „აჭარის იურისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.