მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ და უზრუნველყოს დაზარალებულთა სტატუსის აღიარება.
საფარი მუშაობს საქმეზე, რომელიც ეხება საქართველოში კომპანია “ქინდერლის” ჩამოყვანილ სუროგატ დედებს, რომლებიც კომპანიამ ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისის და საკვების გარეშე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადამიანით ვაჭრობისა და ექსპლუატაციის დასჯას ითვალისწინებს და საქართველოში არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლების სახელმწიფო ფონდი, სუროგატი დედები ამ დრომდე სრულიად დაუცველები რჩებიან, რადგან პროკურატურა უარს აცხადებს გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით აწარმოოს და ქალებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
„ქინდერლის“ საქმე ცხადჰყოფს, რომ სუროგატი დედები საქართველოში სრულიად დაუცველები არიან, ხოლო სუროგაციით გაჩენილი ბავშვების ბედი დღემდე უცნობია. გაუმჭვირვალე კონტრაქტები, დასაქმებულთა უფლებების დარღვევა და დაზარალებულების რეაბილიტაციისთვის საჭირო სერვისების ნაკლებობა, პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს.
საფარი ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგით დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სუროგატი დედები თავშესაფარში და გაუწიოს საჭირო მომსახურება.