"საფარის" საქმეები / სიახლეები

სისტემატური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

25 ნოემბერს საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც პარტნიორი სისტემატურად ძალადობდა ფიზიკურად. ისინი დაახლოებით 2,5 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ.

საქმეში საფარის იურისტი აიჰან ჰასანლი ჩაერთო. საფართან მიმართვის დროს, ქალს სახესა და სხეულზე ფიზიკური დაზიანებები ეტყობოდა. დაზარალებული საქმეზე გამოიკითხა და ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მოძალადე დააკავეს. 

კაცს ბრალი ოჯახში ძალადობის 7 და მუქარის 3 ეპიზოდზე წაუყენეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა.

საფარის საკონტაქტო ინფორმაცია: 
ცხელი ხაზი:
+995 599 407 603
მეილი: info@sapari.ge